მთავარი რჩევები რა ფერის უნდა იყოს ძუძუსთავები? 6 ფაქტი მკერდის შესახებ

რა ფერის უნდა იყოს ძუძუსთავები? 6 ფაქტი მკერდის შესახებ

by guramus

ადამიანის სხეულის თითოეულ ნაწილს თავისი განსაკუთრებული თვისება გააჩნია. ყველა ორგანო თუ სხეულის ნაწილი ადამიანის ჯანმრთელობის განმსაზღვრელია.

მათზე დაკვირვებით კი შესაძლებელია ამოვიცნოთ რამდენად ჯანმრთელები ვართ.

ამ სტატიაში გთავაზობთ ინფორმაციას ადამიანის მკერდის შესახებ. გთავაზობთ 6 ფაქტს, რომელიც დაგეხმარებათ შეისწავლოთ ეს მართლაც მშვენიერი ნაწილი (ქალების შემთხვევაში, რა თქმა უნდა : ) ).

1. მესამე ძუძუსთავი – სულაც არ არის ხუმრობა

არსებობენ ადამიანები, რომელთაც მესამე ძუძუსთავი აქვთ. როგორც წესი, იგი პიგმენტურ ლაქას ჰგავს და შემჩნევა რთულია.

2. რატომ აქვთ კაცებს ძუძუსთავები?

დიახ, მათ ნაყოფის გამოკვება არ შეუძლიათ, თუმცა მიზეზი სულ სხვაა. თავდაპირველად, ემბრიონი ქალის ტიპად ყალიბდება და მას შემდეგ, რაც მკერდი ფორმირდება, ხდება სქესის განსაზღვრა.

3. რა ფერის უნდა იყოს ძუძუსთავები?

კონკრეტულად განსაზღვრული ფერი არ არსებობს. ძუძუსთავის ფერზე ფეხმძიმობა და მკერდით კვება ახდენს გავლენას. მაგრამ თუ ფერის შეცვლა უმიზეზოდ მოხდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

4. ძუძუსთავების ჩაბრუნება

ზოგიერთი ქალის ძუძუსთავები დაბადებიდან ჩაბრუნებულია და ეს ნორმალური მოვლენაა, მაგრამ თუ ჩაბრუნება ზრდასრულ ასაკში მოხდა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

5. თმა

შესაძლოა თმის გაზრდის მიზეზი იყოს ტესტოსტერონის დონის მომატება ან პოლიკისტოზი. მოიცილეთ მაკრატლით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ გაბედოთ კრემ-დეპილატორის წასმა.

6. წერტილები ძუძუსთავებზე-რა არის ეს?

ეს წერტილები უბრალოდ ჯირკვლებია, რომლებიც გარემოფაქტორებისგან დამცავ სეკრეტს გამოიმუშავებენ.