მთავარი რჩევები “მე და ჩემი დაქალი უცხოურ თავის მოვლის საიტებს ვათვალიერებდით, რა დროსაც ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი შეგვხვდა.”

“მე და ჩემი დაქალი უცხოურ თავის მოვლის საიტებს ვათვალიერებდით, რა დროსაც ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი შეგვხვდა.”

by guramus

ამერიკელი მეცნიერების ერთმა ჯგუფმა ჭარხლის წვენში გამაოგნებელი თვისებები აღმოაჩინა. მათი თქმით, ეს უნიკალური ბოსტნეული აახალგაზრდავებს თავის ტვინს და აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას.

კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარხლის წვენი შესაძლოა აღიარებულ იქნეს ჰეპერტონიული დაავადების სამკურნალო პანაცეად.

ჭარხლის წვენის 6 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ, თავის ტვინი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი კიდევ უფრო იზრდება.

იმის დასამტკიცებლად, რომ ჭარხლის წვენი ნამდვილად აახალგაზრდავებს ტვინს, ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს. მასში 55 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც ჰიპერტონია აწუხებდათ და სპორტით არ იყვნენ დაკავებულები. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთ ჯგუფს კვირაში სამჯერ უნდა დაელია 1 ჭიქა ჭარხლის წვენი და ერბინა სარბენ ბილიკზე. მეორე ჯგუფს კი უნდა ერბინა და არ დაელია წვენი. შედეგად, ის ჯგუფი, რომელიც სვამდა ჭარხლის წვენს და დარბოდა ბილიკზე, სრულად გამოჯანმრთელდა.

ექსპერტების თქმით, ჭარხლის წვენის მიღება 55 წლის ასაკში იმდენად აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, რომ ის 30 წლის ადამიანის ტვინივით მუშაობს.

ჭარხლის წვენის მოსამზადებლად მხოლოდ ახალი ჭარხალი და გამოსაწური მოწყობილობა გჭირდებათ. ყოველ დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე აიღეთ 2 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი და გამოწურეთ წვენი. უმჯობესია თუ წვენს რეგულარულად მიიღებთ.

არ არის აუცილებელი იყოთ 55 წელს გადაცილებული. ნებისმიერ ასაკშია რეკომენდებული წვენის მიღება. ასევე ძალიან კარგ შედეგს იძლევა ბავშვის განვითარებაში. ადრეული ასაკიდან მიაჩვიეთ თქვენი შვილები ამ ჯადოსნური სასმელის მიღებას და ისინი ჯანმრთელები და ძლიერები გაიზრდებიან.