მთავარი რჩევები ეს ექვსი მიზეზი საკმარისია, რომ შავი ქლიავის ჩირი ყოველდღე მიირთვათ

ეს ექვსი მიზეზი საკმარისია, რომ შავი ქლიავის ჩირი ყოველდღე მიირთვათ

by guramus

შავი ქლიავი ძალიან სასარგებლო ხილია. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს შესანიშნავი, არომატული პროდუქტი ყაბზობის დროს შეუცვლელია.

მას შეუძლია გაწმინდოს ნაწლავები ნარჩენებისგან. გარდა ამისა, ქლიავს სხვა უამრავი სასარგებლო თვისებაც გააჩნია.

აუმჯობესებს გულის მუშაობას – შავ ქლიავში შემავალი ვიტამინების და მინერალების კომბინაცია ეხმარება გულის კუნთს მუშაობაში. იგი ყველაზე ეფექტური ხილია ჰიპერტენზიის წინააღმდეგ.

შავი ქლიავი ზრდის სისხლძარღვთა გამტარობას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს.

თირკმელების დასახმარებლად – შავი ქლიავი ორჯერ მეტ კალიუმს შეიცავს ვიდრე ისპანახი და ბანანი. სწორედ კალიუმი არის პასუხისმგებელი თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

შავი ქლიავის რეგულარული მიღება თავიდან აგარიდებთ შარდკენჭოვან პრობლემებს.

 ბუნებრივი ანტიბიოტიკი – იგი ხელს უშლის პათოგენური და მავნე ბაქტერიების ორგანიზმში მოხვედრას. მისი ჭამა სასარგებლოა, ინფეციების თავიდან ასაცილებლად.

 ძლიერი ანტიოქსიდანტია – მისი ჭამა განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის არის სასარგებლო, რომლებიც არაჯანსაღ გარემოში მუშაობენ და ცხოვრობენ.

 სიმსივნის პროფილაქტიკა – შავ ქლიავს აქვს ანტისიმსივნური თვისებები. იგი ორგანიზმში არსებულ კარცენოგენებსა და თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს. მის შემადგენლობაში შედის ანტიციანინი.

ეს პიგმენტი უჯრედების დაბერებასა და სიმსივნის განვითარებას უშლის ხელს.

 ხელს უწყობს წონაში დაკლებას – შავი ქლიავი ნივთიერებათა ცვლის პროცესს ასტიმულირებს და ეხმარება ორგანიზმს ცხიმის წვაში. მისი ჭამის შემდეგ თავს დანაყრებულად იგრძნობთ და აღარ მოგშივათ.

ერთ-ერთი ყველაზე დაბალკაროლიური ხილია. ასე რომ, შეგიძლიათ თავისუფლად ჩართოთ თქვენს რაციონში. მაღალკალორიული ტკბილეულის ნაცვლად. ქლიავის ჩირი მიირთვით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: