მთავარი საკითხავი ჩარლზ ბუკოვსკი – ქალები ( ამონარიდები )

ჩარლზ ბუკოვსკი – ქალები ( ამონარიდები )

by guramus
  • „გამოჩენილი ხალხი, ყველაზე მარტოხელა ხალხია დედამიწაზე“.
  • „რა კარგია, როცა იცი ვისთან წახვიდე, როცა დაგენძრევა. შორეული წასრული მომაგონდა, როდესაც წასასვლელი არსად მქონდა, როგორი დარხეულიც არ უნდა მქონოდა. შეიძლება იმ დროს ეგ უფრო მომიხდა. მაგრამ ახლა მე აღარ მაინტერესებდა, რა მიხდებოდა და რა მავნებდა. მე ის მაინტერესებდა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს და როგორ არ დამეშვა ცუდ ხასიათზე ყოფნა, როცა საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც მე მქონდა წარმოდგენილი. ის, თუ რა უნდა მექნა, თავი ისევ კარგად რომ მეგრძნო“.
  • „რაც ერთს ემართება, სხვებსაც გვემართება. და რომ თითოეულის ცხოვრება არც ისე განსხვავდება სხვისი ცხოვრებისგან – როგორც არ უნდა გვეგონოს, რომ განსხვავებულია“.
  • „ტკივილი უცნაური რამეა. კატა, რომელიც ჩიტს კლავს, ავტოკატასტროფა, ხანძარი… ბახ, და საიდანღაც ტკივილი დაგეცემა, ზედ გაზის და არ გიშვებს. ვერსად წაუხვალ, ხოლო გარეშე პირთათვის, სასაცილო ხდები. გეგონება უცბად იდიოტად იქეცი. ტკივილის წამალი არ არსებობს, თუ ისეთ ვინმეს არ იცნობ, რომელსაც ესმის, თუ როგორ გრძნობ თავს და იცის, რით შეუძლია შენი შველა“.
  • „მწერლისთვის ყველაზე მავნე რამე ის არის, როცა მეორე მწერალს იცნობს, იმაზე უარესი კი, როცა რამდენიმე მწერალს იცნობს. მაშინი ისინი ბუზებს ემსგავსებიან, რომლებიც ერთსა და იმავე განავალს შესევიან“.

 

  • „უხეშობას შიში მაიძულებს“.
  • ოთხმოც წლამდე ცხოვრება მქონდა გადაწყვეტილი. წარმოიდგინე, ოთხმოცი წლის რომ ხარ და თვრამეტი წლის გოგონას რომ ჟიმავ. თუ სიკვდილის გაცურების რაიმე ხერხი იარსებებდა, უსათუოდ ეს იქნებოდა“.
  • „მიხაროდა, რომ შეყვარებული არ ვიყავი და რომ მსოფლიოთი უკმაყოფილო ვიყავი. მომწონს, როცა ყველას და ყველაფერს ემდური. შეყვარებული ხალხი ხისტი და საშიში ხდება ხოლმე. ფართე პერსპექტივაში ხედვის უნარს კარგავენ, ისევე როგორც იუმორის გრძნობას. ისინი ნერვიული მუდოები ხდებიან, ფსიქოპათური გადახრებით. ზოგჯერ მკვლელებიც“.
  • „შეიძლება სულელი ვიყო, მაგრამ უშუალო ბოროტების არ მჯერა“…
  • „ზოგჯერ სიკეთეს შუა ჯოჯოხეთში აღმოაჩენ ხოლმე“.
  • – ეული და განდეგილი კაცი ვარ, ხალხი არ მჭირდება. წერა მარტოობას ითხოვს.
    – მწერალი თუ ხარ, ხალხი როგორ უნდა შეიცნო, თუ მათ მოერიდები?
    – მე მათზე უკვე ყველაფერი ვიცი, რაც საჭიროა.
    „დავრწმუნდი, რომ ძალიან დიდი ეჭვით უნდა მოეკიდო ადამიანს, რომელიც თავის რომანს სხვებს ხმამაღლა უკითხავს. ასეთი მწერალი განწირულია“.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: