მთავარი საკითხავი „საყვარელი ქალი არასოდეს ბერდება” – მაქსიმ გორკის გამონათქვამები

„საყვარელი ქალი არასოდეს ბერდება” – მაქსიმ გორკის გამონათქვამები

by guramus
  • „საყვარელი ქალი არასოდეს ბერდება.“
  • „სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა – ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს.“
  • „ადამიანი მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა სრულიად მარტოდ მარტოა.“
  • „ადამიანი თუ ოქროთი მოწამლე, მას სული დაუპატარავდება.“
  • „ნუ გეშინია საკუთარ თავზე სიცილის, რადგან თვითკრიტიკა ისევე აუცილებელია, როგორც სახის ჩამობანა.“
  • „ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს – თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.“
  • „ვასწავლოთ ბავშვებს – ეს აუცილებელი საქმეა, ამავე დროს უნდა გავიგოთ, რომ ძალზედ სასარგებლოა, ჩვენც ბევრი რამ ვისწავლოთ მათგან.“
  • „მას ქალაქი შეხვდა ისე, როგორც ღორი ხვდება მარწყვს ზამთარში.“
  • „მხირაული ადამიანი ყოველთვის გულითადია, ნაძირლები კი იშვიათად არიან მხიარულნი.“

 

  • „წარსულის არ ცოდნით შეუძლებელია გაიგო აწმყოს რეალური მიზეზი და მომავლის მიზნები.“
  • „ადამიანის ყოფა ძალზედ საიდუმლოა და ეს ფარულობა ხშირად ძალზედ უაზროა.“
  • „ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დავრწმუნდი, რომ ხელოვნება უფრო დიდსულოვანია, ვიდრე ადამიანი.“
  • „სიცოცხლით ტკბობას აუცილებლად შეერწყმება სიკვდილის სურვილი.“
  • „არ არსებობს ცეცხლი, რომელიც სიყვარულის ცეცხლზე მეტად ანათებდეს.“
  • „ნუ იქნებით გულგრილნი, რადგან გულგრილობა სულის ჯალათია.“
  • „ცხოვრება ყოველთვის იქნება საკმარისად ცუდი, რათა ადამიანში უკეთესის სურვილი არ გაქრეს.“
  • „ძალიან ადრე გავიგე, რომ სწორედ მისი წინააღმდეგობა ქმნის ადამიანს გარემოცვის წინააღმდეგს.“
  • „მართველთა განცხადებები ხალხის სურვილების შესახებ იგივეა, რაც ყრუ-მუნჯის განაცხადება მუსიკის შესახებ.“

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: