ბაჟე

by guramus

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბაჟე რომლით უკმაყოფილოც არავინ დაგრჩებათ.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 1 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 1/2 ჩ.ჭ ბროწეულის წვენი
  • 3/4 წყალი
  • 1/2 ჩ.კ დანაყილი ქინძის თესლი
  • 2-3 ღერი ქინძი
  • წიწაკა, იმერული ზაფრანა, ნიორი და მარილი-გემოვნებით
მომზადების წესი:

მოსამზადებლად პირველ რიგში კარგად უნდა დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი,წიწაკა, ქინძი,მარილი. ამასთან ერთად, გამოვხადოთ ზეთი და ჩავასხათ ის ცალკე ჭურჭელში. ამის შემდეგ, ნიგვზიან მასას დავუმატოთ უკვე დანაყული ქინძი, ქინძის თესლი, ასევე იმერული ზაფრანა და ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ. ამის გაკეთების შემდგომ გახსენით ის ბროწეულის წვენით. სასურველია ასავე გახსნათ უკვე შეგრილებული, ანადუღარი წყლით. ბოლოს, უკვე მიღებული მასა გადაიტანეთ ჭურჭელში და დაუმატეთ მას ბროწეულის მარცვლები და ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: