მთავარი რჩევები ბანანის დიეტა – იაპონელი დიეტოლოგების მთავარი მიღწევა

ბანანის დიეტა – იაპონელი დიეტოლოგების მთავარი მიღწევა

by guramus

21-ე საუკუნის საქმიანი ადამიანის მთავარ პრობლემას ნაკლები ფიზიკური სამუშაო და მუდმივად ოფისში და სამსახურში ჯდომა წარმოადგენს. ამის გამო, ხშირად ვიმატებთ ზედმეტ კილოგრამებს და მათი მოშორება ნამდვილად დიდი პრობლემაა. ასე დაემართა 2008 წელს ტოკიოელ ბანკირს, ხიტოში ვატანაბეს, რომელსაც მართალია, კარიერული წინსვლა ჰქონდა და საკმაოდ დიდ პოსტზე მუშაობდა, მაგრამ თანდათან ცხიმებიც ემატებოდა…

იაპონელს მშველელად თავისივე მეგობარი გოგონა (ამჟამად უკვე მეუღლე) სუმიკო მოევლინა. იგი ფარმაცევტი იყო და თვითონვე შეიმუშავა წონაში დასაკლები რეცეპტი. მეგობრის რჩევით ხიტოში საუზმეზე რამდენიმე ბანანს მიიერთმევდა და უბრალო, ოთახის ტემპერატურის წყალს აყოლებდა. სუმიკო ფიქრობდა, რომ ამგვარი რაციონი საგრძნობლად დააჩქარებდა ნივთიერებათა ცვლას. ასეთი საუზმის მიღების შემთხვევაში სადილსა და ვახშამზე ნებისმიერი რამის მირთმევა შეიძლება, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ამასთან აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

1. საღამოს 8 საათის შემდეგ ჭამისგან თავი შეიკავეთ. დესერტზე საერთოდ უარი უნდა თქვათ.
2. აუცილებლად უნდა დაიძინოთ ღამის 12 საათამდე, რათა ორგანიზმმა მოასწროს გამოძინება. ძილში იწვება ცხიმების უდიდესი ნაწილი.

3. სუფრიდან ადგომისას ნახევრად უნდა იყოთ დანაყრებული.

4. უარი თქვით რძის პროდუქტებსა და ალკოჰოლზე. უნდა სვათ მხოლოდ და მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი 30 წთ-ით დაშორებით ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

ბანანის დიეტის ვადები არ არის შეზღუდული.

ბანანი ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. იგი მდიდარია რეზისტენტული სახამებლით, რაც ნახშირწყლების ათვისებას ანელებს და იძლევა დანაყრების გრძნობას.

ბანანის დიეტისგან თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

დიეტის წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ იაპონიის შემდეგ ამერიკაც “დაიპყრო” და თანდათან ევროპაშიც პოპულარული ხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: