მთავარი საკითხავი დაკრძალვისას მამა ფილუმენს დაჩეხილი სახე უბრწყინავდა

დაკრძალვისას მამა ფილუმენს დაჩეხილი სახე უბრწყინავდა

by guramus

ახლა უნდა მოგითხროთ მღვდელმოწამე ფილუმანზე, რომელიც იერუსალიმის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ქალაქ ნებლუსში, დიდი ტაძრის ქვეშ იაკობის ჭა მდებარეობს, რომელზედაც ებრაელებიც კი დავობენ, ჩვენიაო.

მის გარშემო კი მღვიმის ტაძარია განლაგებული და ღვთისმსახურება აღევლინება ყოველდღიურად.

არქიმანდრიტი ფილუმენი სწორედ აქ მსახურებდა. ის თავიდანვე კეთილშობილი სულის გახლდათ, ხშირად სალოსობასაც იტვირთავდა ხოლმე და კაცთაგან თავს ასე იფარავდა. ის იყო ელპიდესის ტყუპისცალი, რომელიც ასევე დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. მან არაერთი ეშმაკეული განკურნა.

ერთი კვირით ადრე იაკობის ჭის მონასტერში ფანატიკოსები მოვიდნენ და მოითხოვეს ჯვრებისა და ხატების აღება – ეს ადგილი ებრაელთა სიწმინდეაო. ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და ბოლოს დატოვეს იქაურობა. 1979 წლის 29 ნოემბერს, კოკისპირული წვიმის დროს ისინი შეიჭრნენ მონასტერში. შემოსილი მამა ფილუმენი მწუხრისთვის ემზადებოდა, თანაც იმ დღეს მისი მფარველი ანგელოზის, წმინდა ფილუმენის ხსენება იყო. მას ქრისტეს უარყოფას აიძულებნენ, ამას მოწმობს მარჯვენა ხელზე წაჭრილი სამი თითი, რომლითაც ის ჯვარს ისახავდა. სახე დაუჩეხეს, შებილწეს იქაურობა, მაგრამ ამისთვის არავინ დაუჭერიათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: