მთავარი ურთიერთობები ექვსი მითი, რომლისაც გვჯერა, როდესაც ყოფილ ქმარს ან შეყვარებულს ვუბრუნდებით

ექვსი მითი, რომლისაც გვჯერა, როდესაც ყოფილ ქმარს ან შეყვარებულს ვუბრუნდებით

by guramus

საყვარელ ადამიანთან განშორება ძალიან რთულია, ხშირად მათ მეორე შანსს ვაძლევთ იმაზე ფიქრით, რომ ამჯერად ყველაფერი იდეალურად იქნება. უმეტეს შემთხვევაში ეს პირიქით ხდება. წარმოგიდგნთ იმ მითებს, რომლებისაც გჯერათ, როდესაც ამ პროცესს გადიხართ:

1 . ის სრულიად შეიცვალა –  ადამიანების შეცვლა ასეთი მარტივი არაა. პატარა ჩვევის მოშორებასაც კი დიდი დრო უნდა და თქვენ იმედი გაქვთ, რომ თქვენი ყოფილი ასე რადიკალურად შეიცვლებოდა?

2. არავინ მიცნობს ისე კარგად, როგორც ის – სწორია, დიდი ხანი იყავით ერთად და ეს ასეა, მაგრამ იქნებ სწორედ ეს არის მიზეზი თქვენი განშორებისა? (იმიტომ, რომ თქვენ მის დადებით და უარყოფით მხარეებს ხუთი თითივით იცნობთ)

3. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს მასზე უკეთესს ვიპოვი – უბრალოდ კომფორტის ზონის დატოვება არ გინდათ, იმიტომ რომ ახალი ურთიერთობის დაწყება რთულია.