მთავარი რჩევები “ძალიან ადვილად ვცივდებოდი, შემოდგომის დადგომა და ჩემთვის გრიპი ერთი იყო, სანამ “მონასტრის ჩაის” შესახებ არ გავიგე. იმუნიტეტი საგრძნობლად გამიძლიერდა.”

“ძალიან ადვილად ვცივდებოდი, შემოდგომის დადგომა და ჩემთვის გრიპი ერთი იყო, სანამ “მონასტრის ჩაის” შესახებ არ გავიგე. იმუნიტეტი საგრძნობლად გამიძლიერდა.”

by guramus

ძალიან პოპულალური მონასტრის ჩაი არც ისე რთული მოსამზადებელია და ხალხში გავრცელებული მოსაზრებები არ შეესაბამება სიმართლეს. სულაც არ არის საჭირო შევიძინოთ ძვირადღირებული მცენარეები. სახლის პირობებშიც მშვენივრად მოვამზადებთ ამ სამკურნალო ჩაის. თავდაპირველად რუსული მონასტრებიდან იწყება ამ ჩაის წარმოშობის ისტორია. ბერები დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ყველა საიდუმლოს და მათ შორის ამ ჯადოსნური სასმელის მომზადების წესსაც. მხოლოდ ბოლო დროს გახდა შესაძლებელი მისი საიდუმლოს გაგება.

ამ ჩაის მუდმივი მოხმარება აგარიდებთ ექიმების კაბინეტებში სირბილს, რადგან მისი სამკურნალო თვისებები აძლიერებს იმუნიტეტს, გარდა ამისა წმენდს ორგანიზმს და შეავსებს სასარგებლო მიკროელემენტებით და ვიტამინებით.მისი მიღება კარგ შედეგს იძლევა ანემიის შემთხვევაშიც.ე.ი.სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის რომლებსაც სისხლნაკლებობა აწუხებთ.
ძალიან მარტივად მზადდება ეს უძლიერესი ნაყენი.ამიტომ გასაკვირვი არაა რომ ბერები ამ ნაყენს მუდმივად ამზადებდნენ მათი თანამემამულე მრევლის სამკურნალოდ.აი როგორ მოვამზადოთ ეს ძვირფასი ნაყენი:

ავიღოთ ნახევარი ჭიქა ასკილი, 10გრ “девясила”-ს ფესვები (elecampane – ქართული თარგმანი ვერ მოვიპოვე სამწუხაროდ), ჩავყაროთ ქვაბში და ამ ნარევს დავასხათ 5 ლიტრი ადუღებული წყალი. თავი დავახუროთ და შევფუთოთ თბილად 3 საათის განმავობაში. შემდეგ ამ ნარევს დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი “oregano” და კრაზანა, 10 გრამი ველური ვარდის (იგივე ასკილის) ფესვები, 2 ჩაის კოვზი შავი ჩაი და შევფუთოთ კიდევ 1 საათი.

ეს სასმელი შევინახოთ გრილ ადგილას და შეგვიძლია მივიღოთ ყოველგვარი შეზრუდვის გარეშე, როცა მოგვესურვება.

P.s. კომენტარებში მითითებული იყო რომ “девясил” იყიდება აფთიაქებში, ასევე ასკილი, ასკილის ფესვები და კრაზანაც. ორეგანო კი ყველასათვის ცნობილია. ასე რომ სახლის პირობებშიც შეგვიძლია ამ სასარგებლო სასმელის მომზადება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: