მთავარი საკითხავი ონორე დე ბალზაკი — „გამქრალი ოცნებანი“ (ამონარიდები)

ონორე დე ბალზაკი — „გამქრალი ოცნებანი“ (ამონარიდები)

by guramus
  • „ადამიანები, რომლებიც პროვინციაში ერთგვარ პატივისცემის გრძნობას იმსახურებენ და ყოველ ნაბიჯზე საკუთარი ღირსების დადასტურებას ხვდებიან, ვერ ეგუებიან საპატიო ადგილის უცაბედსა და სრულ დაკარგვას. ერთი მდგომარეობიდან მეორეში ერთი ხელის მოსმით გადასვლის შედეგად ადამიანი საკუთარი არარაობის ერთგვარი შეგრძნებით იმსჭვალება“.
  • „საერთოდ ხალხს ვერ წარმოუდგენია, თუ სიყვარული შეიძლება უცბად გაქრეს. რა თქმა უნდა, მიჯნურთა წყვილის დაშორება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მათი დაახლოება“.
  • „სამყაროში, სადაც წვრილმანებს გაზვიადებული მნიშვნელობა ენიჭება, ერთმოძრაობა, ერთი სიტყვა ღუპავს ადამიანს. მაღალი საზოგადოების ნატიფი ქცევისა და სრულყოფილი თავდაჭერის უმთავრესი ღირსება გამოიხატება ჰარმონიულ მთლიანობაში და არაფერი თვალში არ გეხამუშებათ“.
  • „როდესაც ქალი იწყებს სინანულს თავისი სისუსტის გამო, თითქოს ღრუბელს უსვამს თავის ცხოვრებას, რათა ყოველივე წაშალოს“.
  • „ყველა ქალი, რომელსაც ვინმე უყვარს, ანგელოზია“.
  • „ყოველი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა კაცობრიობას ეკუთვნის“.
  • „არ არსებობს ისეთი სიქველე, მანკიერება რომ არ ედვას სარჩულად“.
  • „თუ გსურთ ქალს უყვარდეთ, ნურასოდეს ისე ნუ გაშორდებით მას, თუ ცოტას არ ატირებთ“.
  • „ქალი ვნების ამღძვრელია და საზოგადოებაში არევ-დარევა შეაქავს. ვნება უამრავი უბედური შემთხვევის გამომწვევია“.
  • „ის რაც მეგობრობას განუყრელსა ხდის და მის მომხიბვლელობას აორკეცებს, არის გრძნობა, რაც აკლია მიჯნურობას – რწმენს სიმტკიცე“.
  • „როცა ვნება, ანგარიშიანობა ან ხანდაზმულობა აქრობს მამაკაცის თვალებში ქალის თაყვანისცემის ნაპერწკლებს, რაც მათში ჭაბუკობის ჟამს გიზგიზებს, მაშინ, ამ მამაკაცისადმი ქალი უნდობლობით იმსჭვალება და უკვირდება მას“.
  • „ფულის საქმე მოგვარდება, გრძნობები კი ულმობელია“.
  • „როცა ხანგრძლივი, გამთანგველი ბრძოლის შედეგად ადამიანი სულით და ხორცით დაეცემა, ძალთა უსაზღვრო დაძაბვის საათს სიკვდილი მოჰყვება, ან სიკვდილის მსგავსი დაუძლურება. წინააღმდეგობის გაწევის უნარის მქონე ადამიანები კი ძალას იკრებენ“.
  • „ამაღლებული სულის ადამიანები ძნელად იჯერებენ ბოროტებისა და უმადურობის არსებობას. ცხოვრების მწარე გაკვეთილები უნდა გამოსცადონ, რათა შეიცნონ, რაოდენ ღრმაა ადამიანთა გახრწნილება. ამ მხრივ, მათი წვრთნა დასრულდება თუ არა, ისინი ამაღლდებიან ხოლმე ისეთ შემწყნარებლობამდე, რაიც ზიზღის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს“.
  • „როცა არწივი ძირს ვარდება, ვინ იცის რომელ უფსკრულში ჩაეცემა? დიდი ადამიანი რამდენადაც ზემოთ იწევს, იმდენად დიდ სიღრმეში ეცემა დაშვებისას“.
  • „არაფერია ისე ნაკლებ ცნობილი, ვითარც ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს – კანონი“.
  • „ვერასდროს ზნეობრივ მოძღვრებათა მქადაგებლები ვერ წარმოიდგენენ, თუ რაოდენ გავლენას ახდენს ანგარება გრძნობებზე. ეს გავლენა იმდენად ძლიერია, რამდენადაც ანგარება ძლიერია გრძნობებზე. ბუნების ყოველ კანონს ორმაგი, ერთმანეთის საწინააღმდეგო გავლენის მოხდენა შეუძლია“.
  • „სულგრძელი ადამიანი მუდამ გულში იხშობს საკუთარ განცდებს და არ უზიარებს ახლობელ, სათაყვანებელ ადამიანებს. და თუ ოდესმე გამოამჟღავნებს გულისტკივილს, ეს იმის ნიშანია, რომ მისმა მწუხარებამ უკიდურეს საფეხურს მიაღწია“.
  • „პირად შეხვედრას მომხიბლავი თვისება აქვს; იგი ანელებს მიჯნურთა შორის უაღრესად მტრულ გამწყობილებას. ასევე ხდება ოჯახშის წიაღშიც, რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს უკმაყოფილების მიზეზი. ხომ შეიძლება სიყვარული გულში ავლებდეს ისეთ ბილიკებს, რომლებზედაც უკან გამობრუნება დიდად სასურველია? იქნებ მაგნეტიზმით აიხსნება ეს მოვლენა? ან გონება ხომ არ გვიკარნახებს, ერთმანეთს ან ნურასოდეს ნუღარ შეხვდებით, და თუ შეხვდებით, სულ მთლად შეუნდეთო? რა სფეროსაც უნდა ეკუთვნოდეს ეს მოვლენა, გონებრივს, ფისიკურსა თუ სულიერს, უთუოდ ყველას განუცდია, თვით ყველაზე დამწუხრებულ, შეურაცხყოფილ და გადაქელილ ადამიანსაც კი საყვარელი არსების გამოხედვა, მოძრაობა, მოქმედება წარსული სიყვარულის მოგონებას უღვიძებს. გონება თუ ძნელად ივიწყებს, პირადი ღირსება თუ ისევ შელახულია, გული მაინც არაფრად აგდებს ყოველივე ამას და მონობას ისევ უბრუნდება“.

 

  • „პატივისცემა ჩვენი გრძნობათა აუცილებელი საძირკველი, მტკიცე ქსოვილია. იგი გრძნობებს ერთგვარ ხანგრძლივობას, ერთგვარ სიმყარეს უქმნის“.
  • „ქალებს გააფთრებით სძულთ ის მამაკაცები, რომელთაც ვერ უპასუხეს მათ სიყვარულს იმ წუთში, როდესაც მათ სურდათ.“
  • „სინდისი ეს ის ჯოხია, რასაც კაცი ხელს იმიტომ დაავლებს ხოლმე, რომ სხვას სცემოს, თავისთვის კი არასოდეს იყენებს“.
  • „როცა გსურს სინამდვილე ასახო, მაშინ უნდა იცნობდე კიდეც მას“.
  • „თქვენ დიდი ჭკუა გაქვთ ბატონო, მაგრამ როცა ქალებს ვინმე გვიყვარს, ჩვენ უფრო მეტ ჭკუას ვიჩენთ, ვიდრე ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი“.
  • „რამდენადაც მეტად რეპრესიული იქნება კანონი, მით მეტად იფეთქებს აზრი. როგორც ორთქლი სარქვლიანი ქვაბიდან“.
  • „შენი პატივმოყვარეობა იმდენად დიდია, რომ მას მეგობრობაშიაც ურევ, ამგვარი პატივმოყვარეობა საშინელი ეგოიზმის ნიშანია. ეგოიზმი კი მეგობრობის საწამლავია“.
  • „ერთი და იგივე ცოდვის რამდენჯერმე მონანიება დიდი ფარისევლობაა და ასეთი ადამიანიც, ცოდვის ორჯერ მომნანიებელი – შემაძრწუნებელი მლიქვნელი“.
  • „მეგობრობა ლმობიერია უცაბედი შეცდომების, დაუფიქრებელ გატაცებათა მიმართ, მაგრამ შეუბრალებელი უნდა იყოს სულის, გონების და აზრის შეგნებული ვაჭრობისადმი“.
  • „ჩანს, სრულიად არაფრად მაგდებ, თუკი გგონია დავიღუპები იქ, სადაც შენ თავს გადაირჩენ“.
    „წინააღმდეგობის გაწევის უნარი სათნოების საფუძველია“.
  • „ნურასდროს სამსახურს ნუ გაუწევ ადამიანს, როცა არაფერს არ გთხოვს“.
    „მომავალი ბედი იმდენი ღირს, რამდენადაც მას ადამიანი შეაფასებს. თქვენ კი 12000 ფრანკის ვალის გამო თავს იკლავთ და ამდენს აფასებთ სიცოცხლეს“.
  • „ყველაფრის მიმართ გაბედულება უნდა გამოიჩინო, თუ გსურს ყველაფერი გქონდეს“.
    „ალმასმა არ იცის საკუთარი ფასი“.
  • „სიკვდილით დასჯის შიში ვერაფერს გახდება იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის მიერ საკუთარი თავისადმი შექმნის ლიამტკბილობას. საიდან მომდინარეობს მანკიერების ასეთი ძალმოსილება? იგი წარმოადგენს ძალას თვით მანკიერებისა თუ სისუსტეს ადამიანისა? ხომ არსებობს ისეთი მიდრეკილებები რაც სიგიჟეს უახლოვდება? არ შემიძლია არ გავიცინო მორალის მქადაგებლებზე, რომელნიც ამგვარი ავადმყოფობისგან განკურნებას ლამაზი სიტყვებით ცდილობენ!..“
  • „მყუდრო არსებობის ჟამს განცდილი მწუხარების მოგონება გამოუცნობ სიხარულს იწვევს ჩვენში“.
  • „შური ისევე იწვევს ადამიანთა ენის ტარტარს, ამდენადაც აღტაცება ამუნჯებს“.
  • „იდეალურ გრძნობათა მცირეოდენი შებღალვაც სასიკვდილოა. არამზადები ხანჯლებითაც რომ დაერივნონ ერთმანეთს, მაინც შერიგდებიან, ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანები კი სამუდამოდ შორდებიან ერთი გამოხედვის, ერთი სიტყვის გამო“.
  • „სიყვარული დიდი პატივმოყვარეობაა და უნდა ერწყმოდეს, განსაკუთრებით ცოლ-ქმრობაში, სხვა პატივმოყვარე გრძნობებსაც“.
  • „განა შრომა ცხოვრების სიხარულს დაწაფებული ადამიანისთვის სიკვდილის ტოლფასი არ არის? ამიტომაც ასე იოლად იძირებიან მწერლები, უსაქმურობაში, გატაცებულნი ღრეობებით, მსახიობი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალთა ფუფუნებით მოცული ცხოვრების სიამტკბილობით“.
  • „ჭეშმარიტი სიყვარული ბავშვობას ჰგავს: იგივე დაუფიქრებლობა, გაუფრთხილებლობა, სიცილი და ტირილი“.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ჯონ ბენვლი – “ზღვა” ( ციტატები )

„საყვარელი ქალი არასოდეს ბერდება” – მაქსიმ გორკის გამონათქვამები

“ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო,სამაგიეროს უნდა დაჰპირდე,თანაც უკეთესს” – ოთარ ჭილაძე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: