შებრაწული ყაბაყი

by guramus

გაეცანით ყაბაყის მომზადებას და მის ერთ-ერთ მშვენიერ კერძს – შებრაწულ ყაბაყს.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 500 გრ ყაბაყი
  • 100 გრ მოხარშული ლორი
  • 2 ხახვი
  • 2 ს.კ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ ზეთი
  • 100 გრ ყველი
  • მუსკატის კაკალი,მარილი,პილპილი
მომზადების წესი:

პირველ რიგში საჭიროა კარგად გარეცხოთ ყაბაყი და მოაჭრათ ყუნწები და ბოლოები. შემდეგ, დაჭერით და დაჭრილი ნაჭრები მარილით შეკაზმეთ. ათქვიფეთ ფქვილი და კვერცხი ერთად და დაუმატეთ ის ყაბაყს.  შემდეგ ასევე დაუმატეთ ცალკე დაჭრილი ლორი და ხახვი. წაუსვით თასს ზედი და გადაიტანეთ მასში ყველაფერი. სასურველია, გამოაცოთ დაახლოებით 225 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდგომ მოაყარეთ მას გახეხილი ყველი და ისევ შედგით ღუმელში რამდენიმე წუთით. როდესაც ის დნობას დაიწყებს და ოქროსფერი გახდება, მაშინ ყველაფერი მზადაა.