მთავარი კულინარია როგორ მზადდება ხაჭოს ხინკალი

როგორ მზადდება ხაჭოს ხინკალი

by guramus

ხინკალი ალბათ ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი კერძია, დღეს კი გაგაცნობთ ხაჭოს ხინკლის მომზადების ძალიან მარტივ წესს.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 500 გრ ხაჭო
  • 2 ც კვერცხი
  • მარილი-გემოვნებით
მომზადების წესი:

დაიმახსოვრეთ, რომ ხაჭოს ხინკლის ცომი იგივე წესით მზადდება, როგორც ჩვეულებრივი ხინკლის ცომი. ახლა კი, ავიღოთ ხაჭო და კარგად დავძილოთ, რის შემდეგაც შევაზავოთ კვერცხით და ასევე მარილით. კარგად გავაბრტყელოდ ცომი და შუაში დავადოთ თითო ს.კ გულსართი. ბოლოს, მოვუკრათ პირი და ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში.