მთავარი კულინარია წიწაკის მწნილი: მომზადების წესი

წიწაკის მწნილი: მომზადების წესი

by guramus

წიწაკის მწნილის მომზადების წესი, რომელიც ნებისმიერ დიასახლისს გამოადგება.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 5 კგ წიწაკა
  • 250 გრ მარილი
  • 4 ლ წყალი
მომზადების წესი:

სანამ მომზადებას დავიწყებთ, აუცილებელია რომ წიწაკას დავუსეროთ წვერები და მსგავს მდგომარეობაში 24 საათით გავაჩეროთ. ამის შემდეგ, დავასხათ მდუღარე წყალი და დავტოვოთ ასე 2 საათით. კარგად წამოადუღეთ წყალი და მარილი. წიწაკა ემალის ღრმა ჭურჭელში უნდა მოვათავსოთ მარილაინი წყალი დავასხათ და სიმინდის ტაროს ფუჩეჩი დავახუროთ. 3-4 დღის შემდეგ წიწაკა მზად იქნება ქილებში მჭიდროდ ჩასაწყობად. ჩაწყობის შემდეგ, დაასხით მარილწყალი, დაუფინეთ სიმინდის ფუჩეჩი და  დააფარეთ ხუფები.