მთავარი საკითხავი „ადამიანი ძალაუფლების მაძიებელი ცხოველია“ – ოთარ ჭილაძე – გოდორი ( ამონარიდები )

„ადამიანი ძალაუფლების მაძიებელი ცხოველია“ – ოთარ ჭილაძე – გოდორი ( ამონარიდები )

by guramus
  • „ადამიანი ძალაუფლების მაძიებელი ცხოველია“.
  • „უსაფუძვლო სიძულვილი და ბრმა რწმენა აიძულებს ახალგაზრდას ქუჩაში გამოვიდეს და ხელი მოუღეროს ხელისუფალს“.
  • „თუკი ხელისუფლების შენარჩუნება გსურს, პირველ რიგში, შეკითხვის გეშინოდეთ, ბავშვის პირიდან ამოსულის“.
  • „ბავშვი საზარელი იარაღია, თუკი არადანიშნულებისამებრ გამოიყენებ“.
  • „მეომარი ხალხი ვართო ვიძახით, და მართლაც, ნებისმიერ ტილიან ქართველს დაედება ფასი, ოღონდ შავ ბაზარზე, როგორც სარეცხის სოდას, კბილის პასტას, პრეზერვატივს თუ შავ პილპილს“.
  • „მარქსიზმი ქურდულმა მორალმა დაამარცხა მხლოდ. უბნის რწმუნებულს ზედ არ აფურთხებდნენ უბანში, ქურდს კი ძაღლიც არ უყეფდა“.
  • „ვიდრე ბუნების ენას არ ვისწავლით, ყველა ცოდნა დამღუპველია“.
  • „აღარ რჩება ჩვენი ადგილი არათუ ტაღლითი კარტოგრაფის შედგენილ რუკაზე, არამედ ბუნებაში, და თქვენი ყბადაღებული სრულიად საქართველო ისტორიული მირაჟი გამოდის მხოლოდ. მკვდარი ვირის სიზმარი. ტელევიზია კი ჩივის, საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობსო, ღვთის რისხვაა, აბა ეს რაა?! ქვეყანას ისევ ჩემსავით დაობებული კომუნისტები და შენსავით „ეროვნული მოძრაობიდან“ მოსული კომკავშირლები მართავენ“.

 

  • „ციხეში კაცი ბრძენდება, ანუ, ზოგი გვიან, ზოგი კი ადრე, – უნდა არ უნდა, ბოლოს მაინც რწმუნდება თავის სიბრიყვეში, ხვდება რომ ბრიყვად გაუჩენია ღმერთს და მე თუ მკითხავ, არც ამის მიხვედრაა ცოტა“.
  • „არავინ არავის არ სჭირდება. ანდა ერთხელ სჭირდება მხოლოდ. მოკლას ან მოეკვლევინოს. ადამიანი ერთჯერადი შპრიცივითაა დედისთვისაც, მამისთვისაც, ცოლისთვისაც… მისი?ზედმეტად გამოყენება სახიფათოა, შიდსი იცის, საერთო გამოქლიავება, საბოლოო დაქიანთარება და ცუმპარუმპა“.
  • „დიდების ნაფშვენებს თურმე ყვავიც არ აკარებს პირს. სახიფათოა სიცოცხლისთვის. ყვავს თავის სამასწლიან მარტოობაში ყოფნა ურჩევნია იმ თქვენს დიდებას. სამაგიეროდ ადამიანი დაუფიქრებლად ჭამს და კვდება“.
  • „ყველა ჭეშმარიტი პოეტი ან მკვდარია, ან უგულებელყოფილი. ვინც იბეჭდება, ხელისუფლებას ემსახურება, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ იმის დაბეჭვდის უფლებას იძლევა, რისი დაბეჭდვაც უპირველეს ყოვლისა თვისთვის მიაჩნია სასარგებლოდ და არა პოეტისთვის“.
  • „სიყვარული სიძულვილზე უკეთესი მიზეზია მკვლელობისთვის, მაგრამ იოტისოდენადაც არ ამართლებს მკვლელს. პირიქით, უფრო ამძიმებს დანაშაულს. თუმცა ამავდროულად რაღაცნაირად ამაღლებს და აკეთილშობილებს, შარავანდედში ხვევს დამნაშავეს. მართლაც, თუ არ გიყვარს, რატომ კლავ? რა უფლებით? უფლება კი სიყვარულია“.
  • „ინგრეოდა, ნადგურდებოდა წინაპართა სისხლითა და ოფლით, ხმლითა და წიგნით წვითა და დაგვით ნაშენები ქვეყანა. წყალს მიჰქონდა ნაფოტივით, ქარს მიჰქონდა თივის ბულულივით, ორი მეფის, ოთხი მთავრის, ერთი ათაბაგისა და უთვალავი თავად-აზნაურის უკუდო, ამპარტავნობას გადაყოლილი, მათ სიხარბესა და სივერაგეს ვერგაწვდენილი“…
  • „თავის მოსულელებაც ერთგვარი სახეა ბრძოლისა, მით უფრო, როცა სხვა აღარაფერი შეგიძლია“.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე