მთავარი ურთიერთობები აი, რა ემართება თქვენს სხეულსა და გონებას, როდესაც გიყვართ

აი, რა ემართება თქვენს სხეულსა და გონებას, როდესაც გიყვართ

by guramus

კარგი ამბავი ისაა, რომ როდესაც მას კოცნით, სტრესის დიდი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიდევნება ენდორფინის და დოპამინის  თქვენს ტვინში გამოყოფის შედეგად.

თვალები ყველაფერს უკეთ გამოხატავენ

იცოდით, რომ როდესაც უყურებთ სუბიექტს, რომელიც თქვენი რომანტიკის საგანია, თვალის გუგები გიფართოვდებათ? ეს თქვენი ნერვული სისტემის სტიმულირების ხარჯზე ხდება, ასე რომ გაუფრთხილდით თვალებს.

სიყვარული ყველაფერს შველის (თავისკივილს მაინც გაგიყუჩებთ)

იქიდან გამომდინარე, რომ სიყვარულის შეგრძნებები სტრესს რადიკალურად ამცირებს, ლოგიკურია, რომ თავისტკივილი და შაკიკი ნაკლებად ხშირად შეგაწუხებთ. 2012 წელს ოქსფორდში ჩატარდა კვლევა.

დაკვირვების სუბიექტებს, რომელთაც თავისტკივილი არანაირად უყუჩდებოდათ, მისცეს აბები, რომელიც ოქსიტოცინის დოზას შეიცავდა. შედეგები საკმაოდ გამაკვირვებელი იყო. 50% მა შეამჩნია, რომ 4 საათის შემდეგ ტკივილი თითქმის გაუქრა, ხოლო 27%-ს 6 საათის შემდეგ საერთოდ გაუყუჩდა მტკივანი თავი.

ხედავთ? პეპლები, ნერვული დამოკიდებულება და აჩქარებული გულისცემა მაინც ღირს ამად!

თუ მოგეწონათ სტატია, ასევე წაიკითხეთ – როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ