მთავარი საკითხავი 9 წიგნი, რომელსაც ცხოვრებაში ორჯერ მაინც წაიკითხავ!

9 წიგნი, რომელსაც ცხოვრებაში ორჯერ მაინც წაიკითხავ!

by guramus

ყველა ადამიანს აქვს თავისი ფავორიტი წიგნები, რომლებსაც აღმერთებს. ხშირად, წიგნის წაკითხვის შემდეგ გვიჩნდება სურვილი, რომ მეორედ და მესამედაც წავიკითხოთ. თითქოს სიუჟეტი იმდენად ახლოს არის ჩვენთან, რომ არ გვინდა დამთავრდეს. უსასრულოდ გაგრძელების სურვილი გვიჩნდება.
ამ სტატიაში ჯენიუსი გთავაზობთ 9 შესანიშნავ წიგნს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და პირობას გაძლევთ, ერთხელ წაკითხულით არ დაკმაყოფილდებით. მეორედ და მესამედაც მოგინდებათ კიდევ ერთხელ გაიაროთ საინტერესო გზა პერსონაჟებთან ერთად.

 

1. ალქიმიკოსი – პაულო კოელიო

ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს ეს შესანიშნავი რომანი თანამედროვე კლასიკის ნიმუშია და რამდენიმე წელია მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია მოქცეული. წიგნი მარტივად იკითხება და მკითხველს სურვილს უჩენს რაც შეიძლება სწრაფად გავიდეს ბოლოში და წაიკითხოს როგორ დასრულდება მთავარი გმირის მოგზაურობა. მთავარი გმირი ჯერ მწყემსი ხდება, შემდეგ ეგვიპტისკენ მიემართება განძის საძებნელად და ბოლოს შეიცნობს უდიდეს სიბრძნეს, რომელსაც ალქიმიკოსი გადასცემს.

 

 

 

2. ცხოველების ფერმა – ჯორჯ ორუელი

ინგლისის ერთერთ სოფელში ცხოველები ფერმაში აჯანყდებიან და ფერმერ მისტერ ჯოუნზს გააძევებენ. ისინი “ანიმალიზმის პრინციპებზე” დაფუძნებული სახელმწიფოს შენებას იწყებენ. ფერმას სათავეში გონითა და ინტელექტით გამორჩეული ღორები ჩაუდგებიან. მათი მიზანი იდეალური საზოგადოების შენებაა, თუმცა დროთაგანმავლობაში საქმე სულ სხვაგვარად წარმიმართება. თავდაპირველი მიზანი არავის არარ ახსოვს.

3. დევიდ კოპერფილდი – ჩარლზ დიკენსი

ჩარლზ დიკენსის ეს რომანი 1950 წელს გამოიცა და აღმზრდელობითი ხასიათის ნაწარმოებს მიეკუთხვება. წიგნის მთავარი პერსონაჟი დევიდი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვლება. მამინაცვალთან თავიდანვე არც ისე კარგი ურთიერთობა უყალიბდება.

4. ნათლია – მარიო პიუზო

მარიო პიუზოს ეს ნაწარმოები მე-20 საუკუნის ამავე სახელწოდების ფილმს დაედო საფუძვლად. ფილმმაც და წიგნმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი მაფიოზი ვიტო კორლეონეა. მიუხედავად იმისა, რომ დონ კორლეონე იტალიური მაფიის ერთერთ ყველაზე გავლენიან ოჯახს უდგას სათავეში, იგი მაინც არ კარგავს პიროვნულ ღირსებებს. სხვა მაფიოზებისგან მას ღირსეული ადამიანობა გამოარჩევს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ მეორე გვერდზე
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: