მთავარი საკითხავი 9 წიგნი, რომელსაც ცხოვრებაში ორჯერ მაინც წაიკითხავ!

9 წიგნი, რომელსაც ცხოვრებაში ორჯერ მაინც წაიკითხავ!

by guramus

5. ქარწაღებულნი – მარგარეტ მიჩელი
ამ წიგნს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ “ყველა დროის ბესტსელერი”. წიგნის კითხვისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ მკითხველი იმ ეპოქაში გადაინაცვლებს და თავისი თვალით ხედავს პერსონაჟების ცხოვრებას. საოცარი სიზუსტითა და მძაფრი შეგრძნებებით სავსე ნაწარმოები თქვენს გულში წარუშლელ კვალს დატოვებს.

6. მობი დიკი – ჰერმან მელვილი
“რაც გინდათ დაარქვით, “შედევრი”, “გენიალური ნაწარმოები”, “უდიდესი რომანი”, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ის ერთხელ მაინც წაიკითხეთ, არასოდეს დატოვებს თქვენს გონებას.” – წერს სომერსეტ მოები ჰერმან მელვილის ამ შესანიშნავი ნაწარმოების შესახებ.

7. მოხუცი და ზღვა -ერნესტ ჰემინგუეი

ავტორმა ამ პატარა მოთხრობისთვის 1954 წელს ნობელის პრემია აიღო. წიგნის მთავარი პერსონაჟი მოხუცი მეზღვაური სანტიაგოა. 95 დღიანი წარუმატებლობის შემდეგ, მოხუცი მეზღვაური უშველებელ თევზს დაიჭერს, თუმცა ზვიგენები წაართმევენ. ნაწარმოები ალეგორიული ხასიათის არის. სანტიაგო ადამიანური ბრძოლის ტიპური მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება ბევრ წარუმატებელ მომენტებს შეიცავს, ბოლოს მაინც იმარჯვებს. ავტორის ეს ნაწარმოები მის სტილს არ ჰგავს. “მოხუცი და ზღვა” – ს საკმაოდ ოპტიმისტური დასასრული აქვს.

8. ამბავი ორი ქალაქის შესახებ – ჩარლზ დიკენსი

სიუჟეტი ორ ქალაქში ვითარდება. პარიზული და ლონდონური წეს-ჩვეულებების შედარება, რომელიც დეტალურად არის აღწერილი. ორი სხვადასხვა მხარეს მდგომი ქალაქის მცხოვრებლების მორალური დაპირისპირება.

9. მისტერიები – კნუტ ჰამსუნი

ცნობილი ნორვეგიელი მწერლის კნუტ ჰამსუნის რიგით მეორე რომანში მე-20 საუკუნის მოდერნისტული შეხედულებები იჩენს თავს. წიგნის მთავარი გმირი ნაგელი არაორდინალური, გაორებული და მარტოსულია. იგი სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითა შეპყრობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

10 წიგნი თავსატეხებით რომლებიც გაგიტაცებენ ხანგრძლივი დროით

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: