მთავარი ურთიერთობები სტატუსის გამო ნუ იქორწინებთ – შარლოტა ბრონტეს წერილი თაყვანისმცემელს

სტატუსის გამო ნუ იქორწინებთ – შარლოტა ბრონტეს წერილი თაყვანისმცემელს

by guramus

კარგად იცით, ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ თქვენს ოჯახს პატივს ვცემდე. მაქვს განსაკუთრებული მიზეზები, რომ თქვენი დებიდან თუნდაც ერთი განსაკუთრებულად მიყვარდეს და ამასთან, თქვენც დიდ პატივს გცემთ. მცდარ მოტივებს ნუ მიაწერთ, თუ ჩემი პასუხი თქვენს წინადადებაზე ნეგატიური იქნება. გადაწყვეტილების მიღებისას მერწმუნეთ სინდისის კარნახს უფრო მივსდევდი, ვიდრე ზემოთხსენებულ კავშირებს. შენთან შეუღლებასთან მიმართებაში, არანაირი პირადი წინააღმდეგობა არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხასიათი ვერ განსაზღვრავს ისეთი კაცის ბედნიერებას, როგორიც თქვენ ხართ.

ყოველთვის ჩვევად მქონდა შემესწავლა მათი ხასიათი ვის შორისაც ყოფნა მიწევდა. ვფიქრობ მე ვიცი და შემიძლია წარმოვიდგინო, თუ როგორი ქალი შეგეფერებათ მეუღლედ. მისი ხასიათი არ უნდა იყოს ზედმეტად შესამჩნევი, მგზნებარე და ორიგინალური. ის უნდა იყოს მშვიდი, ღვთისმოსავი, მხიარული სულის ადამიანი. მისი „პირადი მიმზიდველობა“ უნდა თქვენს თვალებსაც ანიჭებდეს სიამოვნებას და თქვენს სამართლიან სიამაყესაც აკმაყოფილებდეს. რაც შემეხება მე, თქვენ კარგად არ მიცნობთ. მე არ ვარ ის სერიოზული, დინჯი, მშვიდი ადამიანი, რომელსაც თქვენ ელით. შეიძლება იფიქროთ, რომ რომანტიკოსი ვარ ანდა ახირებული, შეგიძლიათ თქვათ,რომ სატირული ან სასტიკი ვარ, თუმცა მეზიზღება ტყუილი. მხოლოდ დაქორწინებულის ღირსების მოსაპოვებლად და „შინაბერას“ სტატუსისგან თავის დასაღწევად, ვერ გავყვები ღირსეულ კაცს, როცა დარწმუნებული ვარ, რომ არ შემიძლია მას ბედნიერება მოვუტანო.

მშვიდობით! ყოველთვის მესიამოვნება თქვენთან მეგობრული მოკითხვა.

გულწრფელად თქვენი,

შარლოტა ბრონტე

ასევე დაგაინტერესებთ

გენიოსების 16 ციტატა, რომელიც ადამიანის რაობის შეცნობაში დაგეხმარებათ