მთავარი საკითხავი 50 ცხოვრებისეული გაკვეთილი რეჯინა ბრეტისაგან

50 ცხოვრებისეული გაკვეთილი რეჯინა ბრეტისაგან

by guramus

50 ცხოვრებისეული გაკვეთილი რეჯინა ბრეტისაგან
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, რეჯინა ბრეტი არაერთი ცხოვრებისეული პრობლემის წინაშე ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოჩნდა. 41 წლის ასაკში კი, მან მკერდის კიბოს დამარცხება მოახერხა, რის შემდეგაც დაასკვნა, რომ დაბერება ბევრად უკეთესი ალტერნატივაა, ადრეულ ასაკში სიკვდილთან შედარებით. მას მუდმივმა განსაცდელმა ასწავლა ცხოვრება „აქ და ახლა“.

გთავაზობთ რეჯინა ბრეტის მიერ ერთ სტატიაში თავმოყრილ „50 მცირე ცხოვრებისეულ გაკვეთილს“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

1. ცხოვრება უსამართლო, მაგრამ მაინც – კარგია.

2. თუკი ეჭვი გეპარება, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.

3. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ სიძულვილზე დახარჯო.

4. სამსახური ვერ იზრუნებს შენზე ავადმყოფობის დროს. ამას შენი მეგობრები და მშობლები გააკეთებენ. გაუფრთხილდი მათთან ურთიერთობებს.

5. ყოველთვიურად გადაიხადე საკრედიტო დავალიანებები.

6. არ არის აუცილებელი, გაიმარჯვო ყველა კამათში – დაეთანხმე, ან არ დაეთანხმო.

7. იტირე ვინმესთან ერთად. ეს უკეთესად კურნავს, ვიდრე ტირილი მარტოობაში.

8. შეგიძლია გაბრაზება ღმერთზე – ის ამას გაიგებს.

9. დააგროვე პენსია პირველივე ხელფასიდან.

10. როდესაც საქმე მიდგება შოკოლადზე, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.

11. შეურიგდი შენს წარსულს, რათა მან არ გააფუჭოს აწმყო.

12. შეგიძლიათავს ტირილის უფლება მისცე შვილების თანდასწრებით.

13. არ შეადარო შენი ცხოვრება სხვისას. წარმოდგენაც კი არ გაქვს, სინამდვილეშირისი გადატანა უწევთ სხვებს.

14. თუ ურთიერთობა საიდუმლო უნდა იყოს, მასში მონაწილეობა არ გიღირს.

15. ყველაფერი შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს, მაგრამ არ ინერვიულო, ღმერთი არასდროს ხუჭავს თვალს.

16. ღრმად ჩაისუნთქე, ეს ფიქრებს აწყნარებს.

17. გათავისუფლდი ყველაფრისგან, რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სახალისო.

18. რაც არ კლავს, აძლიერებს.

19. არასდროსაა გვიან, გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. თუმცა, მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

20. როდესაც დგება დრო, როცა შენ უნდა მიჰყვე იმას, რაც ნამდვილად გიყვარს, არ თქვა – „არა!“

21. დაანთე სანთლები, იძინე სასიამოვნო ზეწარზე, ატარე ლამაზი თეთრეული. არაფერი შეინახო გამორჩეული შემთხვევისთვის, რადგან ასეთი შემთხვევა დღევანდელი დღეა.

22. მოემზადე ყველაფრისთვის ჭარბად. მერე კი იყოს, რაც იქნება.

23. იყავი ექსცენტრიული ახლა. ნუ დაელოდები სიბერეს, მკვეთრი წითელი ფერის სამოსის ჩასაცმელად.

24. სექსში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ტვინია.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე