მთავარი ურთიერთობები 10 ბინძური რამ სექსზე, რაც ჯერ ზრდასრულებმაც კი არ იციან (გოგოებო, დაიზეპირეთ)

10 ბინძური რამ სექსზე, რაც ჯერ ზრდასრულებმაც კი არ იციან (გოგოებო, დაიზეპირეთ)

by guramus

სექსი რთული თემაა, აქ ძალიან ბევრი სპეციფიური დეტალია და ზოგი მათგანი ზრდასრული ადამიანებისთვისაც კი არ არის ცნობილი. წარმოგიდგენთ ათ ასეთ ფაქტს:

1 . ბევრი სექსი / ბევრი პარტნიორი არ “გააფართოვებს” თქვენს ვაგინას – გახსოვდეთ, რომ აქედან ბავშვები გამოდიან, მართლა გგონიათ, რომ რამოდენიმე “ასო” რაიმეს დააკლებს?

2 . ქალების უმეტესობა ორგაზმს მხოლოდ “შესვლა-გამოსვლით” არ განიცდის – დანარჩენი ყველა იტყუება

3 . ორალური სექსიც სექსია – ამგვარად, აქედანაც შეგიძლიათ ნებისმიერი ინფექციური დაავადების აკიდება. პირის ღრუ სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილია.

4 . პრეზერვატივი არის ერთადერთი რამ, რასაც თქვენი ორსულობისგან და შიდსისგან დაცვა შეუძლია – მერე არ იყოს მიზეზები, თუ პრეზერვატივს არ გამოიყენებთ, აქედან-ერთი ერთი გარანტირებული გაქვთ (მინიმუმ 9 თვეში).

5 . ანალური სექსი კატასტროფა არ არის – მიუღებელია, მაგრამ ესეც ძალიან დიდი სიამოვნების წყაროა ქალებისვის.

6 . “კარგი” და “ცუდი” ყოველთვის სუბიექტურია – შეიძლება ერთ პარტნიორთან კარგი სექსი გქონდეთ, მეორესთან – საშინელი. რაც წინა კვირას სიამოვნებას განიჭებდათ, შეიძლება ამ კვირას უაზრობად მოგეჩვენოს. ატარეთ ექსპერიმენტები.

7 . სექსი პიცა არ არის – ცუდი სექსი უსექსობას არ ჯობია. ქალებისთვის განსაკუთრებით. ცუდი სექსი ნიშნავს, რომ სიამოვნება = 0 !

8 . კაცს, რომელსაც სექსი არ უნდა, არაფერი არ სჭირს – არც ის არის მართალი, რომ კაცები უფრო მეტს ფიქრობენ სექსზე, ვიდრე ქალები. ადამიანის სექსუალური მადა დამოკიდებულია ბევრ რამეზე – ჯანმრთელობა, კვება, თავდაჯერება, ურთიერთობით კმაყოფილების დონე და ა.შ.

9 . ორგაზმის მომენტში სექსის შეწყვეტა/სექსი დუშში/სექსი პერიოდის დროს, ეს ყველაფერი ორსულობის შანსს არ ამცირებს – ეს ყველა უაზრო მითია.

10 . კაცის სასქესო ორგანოს ზომა არც თუ ისე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც გეგონათ – არის კონკრეტული ზომა, რომელსაც ნებისმიერი ქალის დაკმაყოფილება შეუძლია (ჰმმ..ამას თავად მიხვდებით), ასე რომ თუ თქვენ დიდი “ასოს” მოთხოვნილება გაქვთ, ეს ფსიქოლოგიურია და არა ფიზიოლოგიური.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: