მთავარი ურთიერთობები 5 მიზეზი, თუ რატომ არ არის ვაჟიშივილობა/ქალიშვილობა სამარცხვინო

5 მიზეზი, თუ რატომ არ არის ვაჟიშივილობა/ქალიშვილობა სამარცხვინო

by guramus

დღეს საქართველოში არავინ ლაპარაკობს ამაზე, თუმცა ტენდენცია ასეთია – თუ ვაჟიშვილი/ქალიშვილი ხარ “ტეხავს”, მითუმეტეს ბიჭებისთვის. ახლა გეტყვით 5 მიზეზს, თუ რატომ არის ეს სტერეოტიპი მცდარი და რატომ არ უნდა რცხვენოდეს არავის ამის გამო.

1 . სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე სექსი (თუმცა ასე არ ჩანს) 

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ძალიან კარგი სექსი გქონდეთ სიყვარულის გარეშე და პირიქით, მაგრამ სექსი და სიყვარული საერთოდ სხვადასხვა ცნებებია. სექსი არ მოიაზრებს იმ ყველაფერს (ემოციურ მხარდაჭერას, ლამაზ ღიმილს, ერთმანეთთან მეგობრულად დამოკიდებულებას) რაც სიყვარულში მოიაზრება. ნებისმიერი ბედნიერი წყვილი ამას გეტყვით. ბოლო-ბოლო, სექსი ფიზიოლოგიური აქტივობაა, სიყვარული კი სულიერი და ფიზიკური. თქვენ ბევრად მეტს მიიღებთ (კარგი) პარტნიორისგან ურთიერთობაში, ვიდრე კარგი პარტნიორისგან სექსში. ყველას გამოცდილებიდან ასე დადგინდა.

2 . რაღაცის გაკეთბა, იმიტომ რომ ყველა აკეთებს, არასწორია

დღესდღეობით სექსი და შეყვარებულის ყოლა აუცილებლობად იქცა და თუ ამ საკითხში მოიკოჭლებ, უიღბლო ხარ. ამაზე სულელური დამოკიდებულბა რა უნდა იყოს? რახან ყველა ჩემი მეგობარი გოგოს დასდევს იმიტომ, რომ თავი კაცად იგრძნოს, ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც მათ კვალს გავყვები. თვითკმაყოფილება და სექსუალური კმაყოფილება სხვადასხვა რამეა და მეორემ პირველს ხელი არ უნდა შეუშალოს არცერთ შემთხვევაში. იმპოტენტებმა რაღა ქნან, ხომ ვერაფერს მიაღწევენ ცხოვრებაში? აა, ჰო…ვიაგრა..

3 . სექსი არ კურნავს ყველაფერს

წარმოდგენები სექსზე გადამეტებულია. ყველას გონია, რომ ერთი კარგი სექსი დაგამშვიდებთ, სტრესისგან გაგათავისუფლებთ, ბედნიერს გაგხდით, ფულს გაშოვნინებთ და კიდევ ათასი სისულელე. არ ვამბობ, რომ სექსი ცუდია. პირიქით – სხეულისთვის ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ არის რაღაცეები, რაც იგივე ეფექტს იძლევა (სეირნობა, ვარჯიში, მუსიკა და ა.შ.). ხალხს გონია, რომ უსექსოდ ადამიანები იხოცებიან, გინახავთ აღგზნებადობის ჭარბი დოზით გარდაცვლილი ადამიანი? მე არა..

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: