მთავარი ურთიერთობები “თავხედ ბიჭთან” ურთიერთობის 4 გარდაუვალი პლიუსი და მინუსი

“თავხედ ბიჭთან” ურთიერთობის 4 გარდაუვალი პლიუსი და მინუსი

by guramus

დამპალი, ნაგავი, თავხედი – ეს ისეთი ტიპის მამაკაცები არიან, რომლებიც ქალებს ყველაზე მეტად იზიდავენ, თუმცა ამას არავინ არ აღიარებს. ქალებს ასეთი კაცების დევნა რატომღაც ძალიან მოწონთ. ასეთი ბიჭის გამოცნობას უნარები და გამოცდილება სჭირდება. თავიდან ტკბილები და მომთმენები არიან, ხოლო როცა დაუახლოვდებით, მერე გამოაჩენენ თავის ფერებს.

ახლა კი წარმოგიდგენთ ოთხ პლიუსს და გარდაუვალ მინუსებს, რომლებიც ასეთი ტიპის მამაკაცებთან ურთიერთობას ახასიათებს:

მასთან ურთიერთობა საინტერესო იქნება (თითქოს ცხოვრება დრამატული შოუ იყოს)

ზოგი “კარგ” ბიჭს მოსაწყენს ეძახის, მაგრამ მართლა ასეა?

კარგი არ არის, როცა არ გიწევთ ემოციებზე ხტუნაობა და ყოველდღე ცუდი “ტიპის” კაპრიზებთან შეგუება?

კაცთან ურთიერთობა, რომელსაც თქვენ არ აინტერესებთ, თავიდან ძალიან ამაღელვებელი და საინტერესოა, მაგრამ ბოლოს მაინც ცუდად მთავრდება, რაც არ უნდა მოხდეს.

ამის მაგივრად იპოვეთ ადამიანი, რომელიც სტაბილურ ემოციურ ციკლში გამყოფებთ.

თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები ემახსოვრება (ოღონდ მხოლოდ ჩხუბის მომენტები)

რომელი გირჩევნიათ, კაცი, რომელსაც ახსოვს თქვენი პირველი კოცნა, თუ კაცი რომელსაც ახსოვს, თუ რა თქვით წინა წლის 27 აგვისტოს, როცა მთვრალი იყავით? მგონი გასაგებია ყველასთვის პასუხი.

თუ ასეთ სიტუაციასთან გიწევთ გამკლავება, შეახსენეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვნებს თქვენ ურთიერთობას.

მხარს დაგიჭერთ (უმეტესწილად)

ცუდი ტიპები გაწაფულები არიან იმაში, რომ თავი ცუდად გაგრძნობინონ და თავიანთი სურვილების ლისტში ბოლოში ჩაგაკვეხონ.  თუმცა იმდენად მაინც დაგენახებიან, რომ გაგრძნობინონ, თუ როგორ გჭირდებათ ის.

მათ უყვართ გონებრივი თამაშები და იქამდე არ მოგეშვებიან, სანამ ბოლმდე დამოკიდებული არ გახდებით მათზე.

ასე რომ ისწავლეთ იმის გარჩევა, თუ როდის ჭირდებით მამაკაცს და რატომ არის ის თქვენთან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: