მთავარი ურთიერთობები 6 სარწმუნო მიზეზი, რომ ბიჭი თქვენზე გიჟდება

6 სარწმუნო მიზეზი, რომ ბიჭი თქვენზე გიჟდება

by guramus

იმისათვის, რომ ამოვიცნოთ მოვწონვართ თუ არა ბიჭს, არ არის საჭირო მივიდეთ და პირდაპირ ვკითხოთ. მთავარია ვიცოდეთ სხეულის ენა, რომელიც დაგვეხმარება მისი მოქმედებების და გრძნობების განსაზღვრაში. მისმა უცნაურმა ქცევებმა შეიძლება იგი “გაამჟღავნოს”.

1. შენს დანახვისას თმაზე იწყებს თამაშს

როდესაც მამაკაცი ხედავს იმ გოგოს, რომელიც მოსწონს, ცდილობს ლამაზად გამოიყურებოდეს. ამის გამო, ინსტიქტურად იწყებს თმის გასწორებას.

2. შენს დანახვაზე ბიჭი ჯიბეში იწყობს ხელებს.

ეს ფსიქოლოგიური მომენტია. ამ ჟესტით ცდილობს თავისი დომინანტობა დაგანახოს.

3. შენს დანახვაზე წელში იმართება და ცდილობს რაც შეიძლება დიდად მოგაჩვენოს თავი.

მამრობითი სქესის ცხოველები ამ ტექნიკას მიმართავენ. ისინი ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ადგილი მოიპოვონ. ცხოველების გამარჯვება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდ ტერიტორიას ფლობენ.

4. მჭერმეტყველურად საუბრობს

შენს დანახვაზე თუ სასაცილო და საინტერესო ისტორიების მოყოლას იწყებს, ამით ცდილობს რაც შეიძლება საინტერესო ადამიანად მოგაჩვენოს თავი.

5. ყველაფერში გბაძავს

ამით ცდილობს რაღაც მსგავსება დაგანახოს შენსა და მას შორის. იქნებ მსგავსებამ მეტად მიიქციოს შენი ყურადღება და დაგაახლოვოთ.

6. უფრო მიმზიდველი გახდა

როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მისი თვალებიდან ვარსკვლავები ციმციმებს. ყველას და ყველაფერს აბედნიერებს გარშემო. ამიტომ დააკვირდ, თუ მანამდე ასეთი ბედნიერი და გაბრწყინებული არ იყო შენს დანახვაზე და ახლა შეიცვალა, უეჭველია, რომ შენ მიმართ გრძნობები აქვს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: