მთავარი საკითხავი ჩარლზ ბუკოვსკი – მაკულატურა ( ამონაიდები )

ჩარლზ ბუკოვსკი – მაკულატურა ( ამონაიდები )

by guramus
  • ჩარლზ ბუკოვსკი – მაკულატურა ( ამონაიდები )
  • „ჩემთვის ფეხებიდან იწყება ყველაფერი. აბა როგორ, დაბადებისას ხომ ჯერ ფეხები დავინახე. ოღონდ მაშინ გამოძვრენას ვცდილობდი. მას მერეა, სულ პირიქით ვცდილობ, მაგრამ დიდი წარმატებით-მეთქი, ვერ დავიკვეხნი“.
  • „ქალბატონი სიკვდილი ადგა და გავიდა. ჩემს სიცოცხლეში მაგისაზე მაგარი უკანალი არ მინახავს. აი, რანაირად უნდა აგიწეროთ, ვერაფრით მოვახერხებ. ახლა თავი დამანებეთ, ამ უკანალზე უნდა ვიფიქრო“.
  • „იმის თქმა მინდა, ნებისმიერი ვინმე შეიძლება ვიყო – რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვიქნები ან რა მერქმევა, თორე კი“.
  • „ძალიან ნიჭიერი ვიყავი, ვიყავი რა, ვარ. ხანდახან საკუთარ ხელებს რომ დავხედავდი, ვხვდებოდი, შემიძლია, დიდი პიანისტი ან რამე ეგეთი გამოვიდე-მეთქი. არადა, რაზე ცდებოდნენ ეს ხელები? ყვერებს მფხანდნენ, ჩეკებს წერდნენ, თასმებს მიკრავდნენ, ტუალეტს რეცხავდნენ და ა.შ. და ა.შ. მეც ვიბანდი ხელებს, ტვინსაც ვირეცხავდი“.
  • „დარდი შემომაწვა. ვინც დავბადებულვართ, სიკვდილი არც ერთს არ აგვცდება. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს? რას ნიშნავს და დაბოდიალებ წინ და უკან და ელოდები… იმ მთავარ „მატარებელს“ ელოდები რა. ზიხარ ვეგასის სასტუმროს ნომერში აგვისტოს ერთ ცხელ საღამოს„ და დიდ ძუძუებს ელოდები. ელოდები, როდის ავა ვირი ხეზე. და დაბოდიალებ წინ და უკან.”
  • „კაცი თვითონ რომ მოიწყობ ჯოჯოხეთს, ტყუილია, ისეთს სხვა ვერ გიზამს“.
  • „ნეტა ვის რა ჯანდაბად უნდა 102 წელი ცხოვრება? სულელის მეტს ვის მოუნდება?“

 

  • „უიარაღო მაძებარი პრეზერვატივიან კატას ჰგავს ან უისრებო საათს კიდევ“.
  • „სიგიჟე პირობითი რამეა. ვინ არის ნორმალური საერთოდ?“
  • „ამის დედა ვატირე, კაცი იბადები და ყოველი გოჯისთვის უნდა იომო, ყველა წაღლეტაზეა. ამდენს იბრძვი, იბრძვი და მაინც უნდა მოკვდე ბოლოს. ბევრი ვიფიქრე ამაზე, ვფიქრობდი და ვფიქრობდი. მერე გადავწექი სავარძელში, მაგრად მოვქაჩე, გავაბოლე და ლამის იდეალური რგოლიც გამოვუშვი“.
  • „სექსი – მახეა, ხაფანგია. მხოლოდ ცხოველებისთვის“.
  • „ხანდახან შემეცოდებოდა ხოლმე ჩემივე ღვიძლი, მაგრამ რად გინდა, თავის დღეში ხმა არ ამოუღია, არ უთქვამს: მორჩი, ნუ მკლავ, თორე თან წაგიყოლებო. მაგრამ ღვიძლს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ანონიმ ალკოჰოლიკთა კლუბები ვის რაღაში დასჭირდებოდა“.
  • „ცხოვრება ისეთი რამეა, ჯანს გაცლის, სახეს გაძრობს. მაგრამ არა უშავს, ხვალ უკეთესი დღე დადგება“.
  • „ჩვენ, ყველანი, ცოტად თუ ბევრად ვიღაცას ვგავართ“.
  • „კაცი ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე, ეგრე არ არი? ჰო, ლაზარეს ამბავი არ ითვლება. საცოდავი, ორჯერ უნდა მომკვდარიყო“.
  • „ჩვენ ხომ ყველანი სიღატაკეში ვკვდებით და უმრავლესობა სიცოცხლეშიც სიღატაკეში ვცხოვრობთ“.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე