როდესაც საპირისპირო სქესის მიმართ სერიოზული გრძნობები გვიჩნდება, არანაირი გაურკვეველი საკითხი არ უნდა არებობდეს. უმჯობესი იქნება თუ ურთიერთობის დასაწყისშივე გავარკვევთ ყველაფერს, რათა მომავალში პრობლემები არ შეგვექმნას. ფსიქოლოგების აზრით, არსებობს შეკითხვები, რომლებზე პასუხებიც უნდა მიიღოთ, სანამ გადაწყვეტთ გააბათ რომანი.
1. რელიგიური მრწამსი
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თავიდან შეიძლება იფიროთ, რომ სხვადასხვა რელიგიურ შეხედულებას არანაირი აზრი არ აქვს, მაგრამ მომავალში აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემა. დაფიქრდით, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ მის მშობლებს.
2. აბორტი
შესაძლოა რომელიმე თქვენგან საერთოდ არ უნდოდეს შვილის გაჩენა და მოულოდნელი ორსულობის შეწყვეტა სურდეს. ამიტომ წინასწარ შეთანხმდით, რა მოხდება, თუ ბავშვის გაჩენის საფრთხე დაგემუქრებათ.
3. შემოსავალი
აუცილებელია, რომ ორივე იყოთ ფინანსურად დამოუკიდებელი. ქალსაც და კაცსაც ჭირდება საკუთარი შემოსავალი, რათა არ იყოს მეორე ნახევარზე დამოკიდებული.