მთავარი საკითხავი სპარსი პოეტის – ჯალალ ედდინ რუმის 10 ცხოვრებისეული რჩევა

სპარსი პოეტის – ჯალალ ედდინ რუმის 10 ცხოვრებისეული რჩევა

by guramus

სპარსი პოეტის – ჯალალ ედდინ რუმის 10 ცხოვრებისეული რჩევა

  • პოეტი, მისტიკოსი, თეოლოგი ჯალალ ედ-დინ რუმი სპარსეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-13 საუკუნეში. წამოგიდგეთ მის ათ რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.
  • შენ შესაძლებლობებით დაიბადე. შენ დაიბადე რწმენით. შენ ოცნებებითა და იდეალებით მოხვედი ამ ქვეყანაზე. შენ დაიბადე და ფრთები მოგყვა. შენ არ ხარ ძირს ფორთხვისთვის გაჩენილი! ისწავლე ფრთების გამოყენება და იფრინე!

 

  • იცხვორე საკუთარი თავისთვის, ისე როგორც შენთვის არის მნიშნელოვანი, განახორციელე უზარმაზარ, გიჟურ იდეა, როგორც ნოემ. სულერთია რას იფიქრებს შენზე ხალხი.არ იკმარო სხვისი ისტორიებით, ნუ გაითვალისწინებ სხვის გამოცდილებას, მოეშვი გათელილი ბილიკებით სიარულს. შექმენი შენი საკუთარი მითი!
  • მწუხარება სიხარულის მოსამზადებელი ეტაპია. მწუხარება შენი გულის ფოთლებს ქარივით არხევს, ძირს ყრის და ქარს ატანას ყვითელ ფოთლებს, რომ მათ ნაცვლად მწვანე, ცოცხალი ფოთლები ამოვიდეს. ის დამპალ ფესვებს თხრის რომ მათ მიღმა დამალულ ჯანსაღ ფესვებს აყვავების საშუალება მისცეს. მწუხარება გულს გიწმენდს, რათა იქ არსებული სიბინძურის ადგილა უკეთესმა დაიკავოს.
  • რა გხიბლავს ამ სამყაროში ასე ძალიან, როცა ოქროს საბადოები გაქვს სულში? შენში შადრევანი ჩქეფს და შენ კი ცარიელი სურით დადიხარ. ცხენზე შემჯდარი სოფელ-სოფელ დაეხეტები და ყველას ეკითხები: ჩემი ცხენი ხომ არ დაგინახავთ? ოთახიდან ოთახში გადიხარ და ბრილიანტის ყელსაბამს ეძებ, რომელიც ყელზე გიკეთია.შენ რომ შეგეძლოს იცნობდე საკუთარ თავს, თუნდაც სულ წამით, რომ შეგეძლოს შენი უმშვენიერესი სახისთვის თვალის შევლება, ეგებ ასე ღრმად არც ჩაგეთვლიმა მაგ თიხის ჭურჭელში.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: