მთავარი საკითხავი ოტია იოსელიანი: მიწის ვალი

ოტია იოსელიანი: მიწის ვალი

by guramus
  • ამბობენ ფეხი დაუბანია, ხელი კი -არა,
    შერკინებია მომხდურ მტრებს და მოგეცათ ლხენა..
    დიდი ნადავლით და ტრიუმფით დაბრუნდა რომში.
    და თექვსმეტ დღეში (ამდენ ხანს ჩვენში თამადად გაძლებ…)
    უთქვამს ლიციუს კვინქციუს ცინცინატუსს:
    – სამშობლოს ვალი, რაც შემეძლო, ხომ მოვიხადე,
    ახლა კვლავ ვალი მეძახის მიწის..
    წასულა სოფლად, ჩამდგარა ხნულში,
    რგავდა კომბოსტოს და წითელ ჭარხალს..

 

  • თქვენს მონა-მორჩილს (ჯარისკაცად ღმერთს არ ვუქნივარ),
    სამშობლოს ვალი ხომ მაწევს ვალად,
    რა უფლება მაქვს, ვიჯდე სადმე, თბილ სავარძელში,
    მიწისას მაინც არ ვიხდიდე.
    არ ვთესდე ყანას, არ ვრწყავდე ნარგავს.
    იმ მამულს მაინც არ ვუვლიდე, ვისგან ვართ, რაც ვართ,
    რომელზეც ყველა მიბმული ვართ, როგორც ხბო – პალოს..

თუ  მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ღირსეული მამაკაცი გსურთ გვერდით? მაშინ დაიმახსოვრეთ ეს 7 ფრაზა

რატომ ელოდა მთელი ცხოვრება გერმანიის მოქალაქეობას ერიხ მარია რემარკი და რა ოცნება ვერ აიხდინა მწერალმა

“ცხოვრებაში მთავარია – ოჯახი. კარიერა – არ გელოდება სახლში, ფული – არ მოგწმენდს ცრემლებს, დიდება კი – არ ჩაგეხუტება ღამით.” ციტატების მეფის ოსკარ უაილდის ფრაზები