მთავარი საკითხავი ოტია იოსელიანის 10 რეალისტური გამონათქვამი ცხოვრებაზე

ოტია იოსელიანის 10 რეალისტური გამონათქვამი ცხოვრებაზე

by guramus

1. საოცნებო ოცნებაა და იგი ცხოვრებაში არ არსებობს. ცხოვრება მკაცრია, უშეღავათო…
2. ნებისყოფა, უტეხი ძალა და სიჯიუტე არა გაქვთ . როცა თქვენი ოცნება სინამდვილეს ეჯახება, სალ კლდეზე მიხლილი ფარშევანგის კვერცხივით იმსხვრევა.
3. დღემდე არ ყოფილა დედამიწაზე იმისთანა ქვეყანა, სადაც კაცისშვილს თავის გუნებისად გაევლო წუთისოფელი. შეგუების უნარი – მოთმინება და მოთმინება. აი, ერთადერთი, რამაც გააძლებინა ამ მუდამ შევიწროებულ, ბედგამწყრალ არსებას და მოიყვანა დღემდე.

 

4. ხელჩაქნეული, ყველაფერზე შემრიგებელი, უსულგულო, უმეცარი ხომ ლეშია, დაუმარხავი მკვდარია, რომელიც იშლება, იხრწნება და მიწის მიმყრელი კაცი არ ჩანს.

5. სასოწარკვეთის თუ დაღუპვის დროს არსებობს კიდევ ერთი გადარჩენის თუ ხსნის საშუალება – ცრემლი. ცრემლი სულაც არაა მოზღვავებული, აუტანელი ჭირის ან სიხარულის გამომხატველი მოვლენა, მას სხვა, უფრო დიდი მისია აკისრია. ცრემლს ამოაქვს გულიდან ის დაუტევარი შხამი, რაც ადამიანს გაგუდავდა ან ჭკუიდან შეშლიდა. ცრემლი – შეურიგალს, ყურით გაუგონარ უბედურებას შეგარიგებს. გამწარებული და თავზეხელაღებული მანამდეა საშიში, სანამ ატირდებოდეს, სანამ მის სხეულში სასოწარკვეთის ზღვაა დაგუბებული და აღრჩობს. როგორც კი იგი თავს იჩენს და ცრემლის მდინარეებად და ტბებად დანაწევრდება, უშეღავათებს, უვნებელია. შვილს რომ დედა უკვდება ან დედას – შვილი, რაა ან ვინაა ამ ცოდო ბრალის განმკითხავი და ნუგეშისმცემელი? – ცრემლი.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე