მთავარი საკითხავი ოტია იოსელიანის 10 რეალისტური გამონათქვამი ცხოვრებაზე

ოტია იოსელიანის 10 რეალისტური გამონათქვამი ცხოვრებაზე

by guramus

6. ამხედრებული ბევრი გვინახავს და გამარჯვებული – არავინ.
7. სულის მოთქმა არ გინდა, მაგრამ ფიქრი გინდა, თავის მტვრევა, ჭკუის ჭყლეტა… დღეს ჩვენ გვღუპავს ის, რომ არ გვცალია და ან არ ვფიქრობთ, ან იმდენად ზერელედ ვფიქრობთ, ჭეშმარიტების წვდომის უნარი დავკარგეთ.
8. ცრემლი გარიგებს ბედს, გაჩვევეს გამონებს. მოგატყუებენ, გიღალატებენ, გაგინებენ, განთხევენ, შენ ატირდები, აფლიქვინდები, თუნდაც აწივლდი და აკივლდი… ცრემლი შეიძლება შეფასება იყოს შენი მწარე ხვედრისა, მაგრამ პასუხი არაა. მონამ სხვაზე უკეთ იცის თავისი უბედურება, რომ მონაა, მაგრამ ცრემლების გამო რომელი მპყრობელი და ბატონი გაათავისუფლებს?

 

9. იქნება ყველაფრის ღრმა წვდომა გვიჭირს და ვერაფრით თავი რომ ვერ გაგვირთმევია ჩვენი აწეწილ-დაწეწილი ცხოვრებისათვის, ბედისთვის ბრმად მიგვინდვია, მაგრამ პირველი და გამოუსწორებელი მარცხიც ესაა. ბედ-იღბალი თუა და მართლა მინდობა შეიძლება, მაშინ ჭკუა-გონება და აზრი რაღად გვინდა.

10. მაშინ რად გვინდა ქალაქებსა და სოფლებს რომ სახელებს ვარქმევთ ან ქუჩებსა და გამზირებს, არც სახლებს დასჭირდება დანომვრა, არც მატარებლებსა და ტროლეიბუსებს. ჩავსხდეთ, რომელიც რომელიც შეგვეფეთება, და ნურც იმაზე ვიფიქრებთ, საით და ვისთან მივდივართ – თვითონ მიგვიყვანს; ან თვით ადამიანის გვარი და სახელიც არაფრის მაქნისი იქნებოდა…

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ვინ არის ჰარუკი მურაკამი და რჩევებს გვიზიარებს ის

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისეული გამონათქვამები

“დათა ვარ თუთაშხია” ოთარ მეღვინეთუხუცესის და ავტოინსპექტორის სახალისო ისტორია

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: