მთავარი რჩევები იაპონელი ქალების ფიცარივით სხეულის 4 საიდუმლო

იაპონელი ქალების ფიცარივით სხეულის 4 საიდუმლო

by guramus

მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალებად იაპონელები ითვლებიან. მათი სხეულის ფორმები ნამდვილად უნაკლოა. უნდა ითქვას, რომ ისინი მხოლოდ ბუნების ხარჯზე არ არიან ასეთი ლამაზები. იაპონელი ქალები დიდ დროს უთმობენ თავის მოვლას. გთავაზობთ 4 ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ დაიკლოთ წონა და ჩადგეთ სასურველ ფორმაში.

  1. თუ ივარჯიშებთ როგორც სუმოისტი, მართლაც დაემსგავსებით მათ
    სუმოისტები დილით არ საუზმობენ. ისინი პირდაპირ ლანჩით იწყებენ, შემდეგ ვარჯიშობენ, სადილობენ და იძინებენ. გაღვიძების შემდეგ თავიდან იმეორებენ ამ ყველაფერს. შედეგად კი თავადაც ხვდებით როგორ ფორმაში არიან. თუ გსურთ დაემსგავსოთ სუმოისტს, მიბაძეთ მათ. ხოლო მოხდენილი სხეულისთვის საჭიროა რეჟიმი, სწორად უნდა იკვებოთ და ორგანიზმი წესრიგს მიაჩვიოთ. საუზმე, სადილი და ვახშამი ყოველდღიურ წესად უნდა აქციოთ.
  2. იკვებეთ თბილი საჭმელით
    დასავლელი მეცნიერები გვირჩევენ, რომ ბოსტნეული ცოცხლად მივირთვათ. მათი დიეტების ძირითად ელემენტს სწორედ ბუნებრივი სახით არსებული ბოსტნეული შეადგენს, მაგრამ აღმოსავლური სამზარეულო უპირატესობას თბილ და ცხელ კერძებს ანიჭებს.
  3. არ მიიღოთ სითხე ჭამის დროს
    იაპონელები არასოდეს სვამენ სითხეს ჭამის დროს. პირველ რიგში სითხე აგრილებს ორგანიზმს, და მეორე, საჭმლის ათვისებას უშლის ხელს. წყალი ანეიტრალებს კუჭში არსებულ საჭმლის მომნელებელ სითხეს, რის გამოც ორგანიზმს მეტი ენერგია ჭირდება საჭმლის მოსანელებლად. შედეგად, კვლავ გშივდებათ.
  4. ცხელი აბაზანა ახანგრძლივებს სიცოცხლეს
    იაპონელებს უყვართ განსაკუთრებით ცხელ წყალში ნებივრობა. ისინი თვეში მინიმუმ 2_ჯერ ღებულობენ ძალიან ცხელი წყლის აბაზანას. შედეგად სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ორგანიზმიდან გამოიდევნება მავნე ნივთირებები.