მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ზომბი აპოკალიპსის დროს

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ზომბი აპოკალიპსის დროს

by guramus

ვერძი
ბრძოლაში მთელი თავისი ძალებით ჩაებმევა და აქტიურად დაიწყებს ზომბებთან ბრძოლას. ვერძს კარგად გამოსდის მტრების მოგერიება როცა საშუალება აქვს ბრძოლა კარგად დაგეგმოს, მაგრამ ზომბებთან საბრძოლველად ეს რამდენად გამოადგება, საეჭვოა.

მორიელი

როგორც იქნა, მადლობა ღმერთს, მორიელს საშუალება მიეცა, რომ ყველა და ყველაფერი გაანადგუროს. ახლა უკვე შეუძლია ნებისმიერი არსება გააქროს.

ტყუპები

საკითხს უფრო კრეატიულად მიუდგება, ვიდრე ვერძი. მისი აზრით, უმჯობესი იქნება თუ სისხლისმღვრელი ბრძოლის ნაცვლად ანტივირუსს შექმნის და ზომბებს განკურნებაში დაეხმარება.

მშვილდოსანი

როგორც თევზი წყალში, მშვილდოსანი ისე იგრძნობს თავს ზობმებთან ბრძოლაში. მუდმივი სირბილი, ექსტრიმი, სროლა და ბეევრი სისხლი, რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო გასართობი ცხოვრებაში?!

კირჩხიბი

მისი გადარჩენა საეჭვოა. კირჩხიბს ისევ თავისი ბუნება დაღუპავს. კოჭლ ძაღლს, ბრმა კატას, ფრთამოტეხილ თუთიყუშს შეფარება არ უნდა?! ხოდა როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი ამდენ არსებასთან ერთად გაიქცეს?

ლომი

ნამდვილი მეფე და მთავარსარდალი ზომბებთან ბრძოლაშიც არმიის სათავეში იქნება. ლომი აუცილებლად შექმნის რაზმს, რომელიც დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს მტერს.

სასწორი

ზომბი აპოკალიპსს საერთოდ არ დაესწრება. ამ დროს სასწორი მალდივებზე ან სადმე უფრო მაგარ კურორტზე იქნება დროის გასატარებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

მოღალატე ქმრების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: