მთავარი ფილმები 8 საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელთა ყურებასაც მარტო ვერ გაბედავთ

8 საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელთა ყურებასაც მარტო ვერ გაბედავთ

by guramus

არსებობს რომანტიკული, სათავგადასავლო, კომედიური ფილმები, რომელთა სიუჟეტებიც სასიამოვნოდ მიმდინარეობს. შეგვიძლია განვმარტოვდეთ და საყვარელ სავარძელში მოვკალათდეთ საყურებლად. თუმცა არსებობს ფილმები, რომელთა სცენებიც ძარღვებში სისხლს გაგვიყინავს და თმას გაგვითეთრებს. მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვეშინია სახლში მარტო ყოფნის, მაინც შეგვეშიდნება ამ ფილმების ყურება. თუ არ გჯერათ, სცადეთ, განმარტოვდით და ჩაუჯექით. ემოციები კი შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ.

8. ნათება / THE SHINING

ფილმი სტივენ კინგის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული. მისი სიუჟეტი იმდენად დამთრგუნველი და დამაინტრიგებელია, რომ მაყურებელი რამდენიმე საათით წყდება რეალობას და გადაინაცვლებს სასტუმროში ჯეკ ტორენტსთან და მის ოჯახთან ერთად. რაც იქ ხდება, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. სტენლი კუბრიკის ფილმი ყველა დროის ყველაზე საშინელებათა ფილმების ათეულშია.

7. არ ისუნთქო / DON’T BREATHE

თინეიჯერების ჯგუფი ძარცვის მიზნით შეიპარება ბრმა კაცის სახლში. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკან გამოსვლა ადვილი იქნებოდა, მაგრამ შეცდნენ.

6. შემომიშვი / LET ME IN

ფილმის მოქმედება ნიუ-მექსიკოს დათოვლილ გარეუბანში ხდება, იქ 12 წლის ბიჭი ცხოვრობს, სახელად ოუენი. ერთ საღამოს ის თავის ახალ მეზობელ გოგონას – ების გაიცნობს, მაგრამ ოუენს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი პირველი სიყვარული, ერთი შეხედვით უმანკო და ნაზი გოგონა, სინამდვილეში ვამპირია.

5. ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით / THE TEXAS CHAIN SAW MASSACRE

მერილი ბერნსი და მისი ინვალიდი ძმა პოლი იგებენ, რომ ტეხასის შორეული სასაფლაო, სადაც მათი ბაბუაა დაკრძალული, ვანდალებმა დააზიანეს. ისინი მეგობრებთან ერთად მიემგზავრებიან, რათა შეამოწმონ ხომ არ არის დაზიანებული ბაბუას საფლავიც. მერილი და პოლი გადაწყვიტავენ ბაბუას ძველ ფერმაშიც შეიარონ.

4. დაწნული ადამიანი / THE WICKER MAN
ყოფილი პოლიციელი ედვარდ მალიუსი თავისი ძველი მეგობრისგან წერილს იღებს, რომელშიც ის დაკარგული გოგონას პოვნას თხოვს. ედვარი გამოძიების კვალს უცნაურ კუნძულზე მიყავს და აღმოაჩენს, რომ გოგონას გაუჩინარება კუნძულზე მდებარე საიდუმლო გაერთიანებას უკავშირდება. გაუგებარი სიმბოლოები. უცნაური რიტუალები. ეს ყველაფერი პოლიციელს საშინელი საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმარება.

3. ის მოგდევს / IT FOLLOWS

19 წლის ჯეი მეგობრებთან ერთად ტაბზე ატარებს უიკენდს. იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ უკან დაბრუნებულ გოგონას ეჩვენება, რომ მას რაღაც თუ ვიღაც დასდევს თან.

2. ყბები / JAWS

გაუმაძღარი უზარმაზარი თეთრი ზვიგენი ემიტი აილენდის მაცხოვრებლებს ატერორებს. ოკეანოლოგი, პოლიციის უფროსი და ზვიგენებზე მონადირე, ამ სისხლისმსმელი არსების დასამარცხებლად იბრძვიან.

1. თავს უშველე / GET OUT

ახალგაზრდა შავკანიანი კაცი სტუმრობს მისი თეთრკანიანი შეყვარებულის ოჯახს. ოჯახი განმარტოვებულ სახლში ცხოვრობს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: