მთავარი ურთიერთობები 7 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ დაუბრუნდეთ თუ არა ყოფილს?

7 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ დაუბრუნდეთ თუ არა ყოფილს?

by guramus

თუ ოდესმე ვინმეს დაშორებიხართ, გეცოდინებათ რამდენად რთულია განშორების პერიოდი. თავდაპირველად შინაგან ტკივილს უნდა გავუძლოთ. გვახსენდება ერთად გატარებული დღეები, როგორ დავდიოდით კინოში, თეატრში, პლაჟზე. როგორ ვთამაშობდით და ვმხიარულობდით როგორც პატარა ბავშვები.
თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისიც. რამდენიმე თვიანი განშორების შემდეგ შესაძლოა მოისურვოთ დაუბრუნდეთ მას. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სანამ კვლავ შერიგებას გადაწყვეტთ.

1. განშორების მიზეზები

აუცილებლად დაფიქრდით, რატომ დაშორდით. გაანალიზეთ რაში იყო პრობლემა, რის გამო იჩხუბეთ. თუ შეიცვალა სიტუაცია და დარწმუნებული ხართ, რომ იგივე მიზეზით უთანხოება აღარ გექნებათ, მაშინ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ.

2. განშორების პერიოდი

იქნებ ყველაფერი შეიცვალა და განშორების დროს თქვენმა ყოფილმა სხვასთან გააბა რომანი? სანამ დაიწყებდეთ შერიგებაზე ფიქრს და მოქმედებას, ყველაფერი გაარკვიეთ.

3. როგორ დაშორდით?

უბრალოდ დასხედით და გადაწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა დაშორება? თუ მიწერეთ და პირადად არ გისაუბრიათ? ამან შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს შერიგების პროცესში. თუ პირადად ისაუბრეთ და ისე დაშორდით, შანსი, რომ კვლავ შერიგდეთ, დიდია.

სტატიის გაგრძელება იხილეთ მეორე გვერდზე
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: