მთავარი ურთიერთობები აი, რას უშვრება სიყვარული თქვენს სხეულს – მეცნიერული და ფიზიოლოგიური დასკვნა

აი, რას უშვრება სიყვარული თქვენს სხეულს – მეცნიერული და ფიზიოლოგიური დასკვნა

by guramus

ყველამ იცის, რომ სიყვარული კარგი გრძნობაა, მაგრამ იცით მეცნიერულად რა ხდება, როცა გიყვართ?

ჩვენ გვინდა, ჩაგახედოთ ამ საკითხში და მოგცეთ მეტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

სიყვარული ნატურალური ტკივილგამაყუჩებელია

ვიცით, რომ ჩახუტება კარგია.. ბოლო კვლევებმა დაასკვნეს, რომ 30 წამიანი ჩახუტების შედეგად იმდენი ოქსიტოცინი გამოიყოფა, რომ სხეულში ნებისმიერი სახის ტკივილს საგრძნობლად ამცირებს.

უფრო მეტიც – მხოლოდ თქვენი საყვარელი ადამიანის სურათის ყურებას შეუძლია თქვენი იმუნიტეტი გააუმჯობესოს ტკივილისადმი 40% ით (ცუდ შემთხვევებში 15% ით).

ასევე გაირკვა, რომ სექსუალური კავშირი (ორგაზმი) ეფექტურად ამცირებს ტკივილს, განსაკუთრებით კი ზურგის ქრონიკულ ტკივილს, ართრიტის სიმპტომებსა და შაკიკს.

სიყვარული თქვენს გულს აჯანსაღებს

2012 წლის კვლევამ დაადგინა, რომ სიყვარული თქვენი გულისცემას საგრძნობლად ახშირებს, რაც გულის დაავადებების რისკს ამცირებს და იმუნიტეტს აუმჯობესებს.

სხვა პოზიტიური ეფექტებია : თვითშეფასების გაუმჯობესება, მეტი თავდაჯერება, სტრესის შემცირება, უნერვოზობა, დეპრესიის ნაკლებობა და კიდევ ბევრი სხვა.

სიყვარული თქვენს სხეულს ეხმარება დაავადებებთან ბრძოლაში

სასიყვარულო ჟესტები, როგორიცაა ხელის ჩაკიდება და სექსუალური აქტივობები ზრდიან ენდორფინების რაოდენობას, რომელიც იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

ამგვარად, ადამიანები, რომლებიც შეყვარებულები არიან, ბევრად უკეთ უმკლავდებიან სიმპტომებს.