მთავარი ურთიერთობები შენი სხეული შენზე ადრე გრძნობს, ვინ არის ის „ერთადერთი“

შენი სხეული შენზე ადრე გრძნობს, ვინ არის ის „ერთადერთი“

by guramus

ადამიანის ევოლუციის შესწავლისას გენეტიკური კოდი მნიშვნელოვანია. მაგრამ არანაკლებ გავლენას ახდენს სექსუალური პარტნიორის არჩევისას. როდესაც ის პირველად დაინახე, მაშინვე გული აგიფრიალდა, თვალებში გულები გამოგესახა, მისმა გამოხედვამ, ღიმილმა მოგაჯადოვა. თუმცა ერთი შეხედვით, სულაც არ არის ასეთი მიმზიდველი, ხომ? ამ ცხელი მიზიდულობის საიდუმლო სექსუალობასთან არანაირ კავშირში არაა — Nature-ის ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ის შენი გენეტიკური კოდირების ნაწილია!

როგორც კვლევებმა აჩვენა, ყველა ადამიანში უნიკალური HLA ლეიკოციტების ანტიგენური კომპლექსია, რომელიც იმუნურ სისტემას ეხმარება საკუთარი უჯრედები არასასურველი ვირუსების და ბაქტერიებისგან გამიჯნოს. ამასთან ერთად, ისინი ადამიანებს შორის მიზიდულობაზეც უდიდეს გავლენას ახდნენ.

მეცნიერებმა 254 წყვილის მიზიდულობის ნიმუში შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თუ პარტნიორებში ერთმანეთისგან განსხვავებული HLA კომპლექსია, მათ შორის მიზიდულობა ძალიან დიდია. განსხვავებული პოლუსები ერთმანეთს ძალიან მიიზიდავენ.

სტატიის გაგრძელების წაკითხვა შესაძლებელია მეორე გვერდზე