მთავარი საკითხავი სულაც არ არის ნორმალური, იცოდე რა გსურს – აბრაჰამ მასლოუს 20 აზრი

სულაც არ არის ნორმალური, იცოდე რა გსურს – აბრაჰამ მასლოუს 20 აზრი

by guramus

12. შუაგულ ოკეანეში რომ ჩამოვარდნილიყო თვითმფრინავი და ეთქვათ, რომ უახლოეს ნაპირს ათასობით მილი გვაშორებს, მე მაინც გავცურავდი, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამდენი დანებდებოდა.
13. ჩვენ ყველა ვუფრთხით საკუთარი საშინელი და საზიზღარი მხარეების ცოდნას, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ღვთიური ნაწილის გაცნობიერების გვეშინია.
14. ჩვენ გვეშინია საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობების.
15. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყველა ვინც ვინმეს აშინებს, ამცირებს, ტკენს, ჩაგრავს, ან უარყოფს, ფსიქოპათოლოგიის შემოქმედი ძალაა, მცირე, მაგრამ მაინც და პირიქით, ყველა, ვინც კეთილია, ზრდილი და სხვებს ეხმარება, ფსიქოთერაპიის სამსახურში დგას. მცირედით, მაგრამ მაინც.
16. თუკი ადამიანი თავის შინაგან არსს უარყოფს, ან ახშობს, იგი ავადდება. ეს ავადმყოფობა ხან მყისიერია, ხან მოგვიანებით იჩენს თავს, ხან ძალიან ცხადია, ხან კიდევ შეფარული.

 
17. ყველაზე დიდი რამ, რაც ამქვეყნად შეიძლება გააცნობიერო არის ის, რომ ყველაზე დიდი სიწმინდე შენს ყოველდღიურობაში, მეზობლებში, მეგობრებში, ოჯახში, საკუთარ ეზოში შეიძლება ჰპოვო
18. ყველაზე იღბლიანები ისინი არიან, ვისაც აქვს უნარი ისევ და ისევ, ცინცხლად და გულუბრყვილოდ, სიამოვნებით და ნეტარებით, ერთგვარი აღტკინებითაც კი დატკბნენ ცხოვრების უმთავრესი, ბანალური სიკეთეებით
19. თუ გინდა ცხოვრების აზრს, მის მნიშვნელობას დაეუფლო უნდა დაეუფლო გამოცდილების ძალას, გესმოდეს შენი შინაგანი ხმა და ემორჩილებოდე ამ იმპულსებს. ეს შესაძლებელია.
20. ცხოვრება რისკსა და უსაფრთხოებას შორის არჩევანის გაკეთების უწყვეტი პროცესია. შენ თავად ირჩევ უკან დაიხიო და უსაფრთხოდ იყო, თუ გარისკო და წინ იარო. თუ გინდა გაიზარდო წინსვლა და შიშის დაძლევა შენი მუდმივი არჩევანი უნდა იყოს ყოველდღე, დღეში ათასჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ოტია იოსელიანი ქალზე

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი — გამონათქვამები

ბრაზილიელი ონკოლოგი-ლეგენდა: თუ არაფერი გტკივათ, არაფერი მოიმოქმედოთ

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: