მთავარი ურთიერთობები 5 მარტივი “ხრიკი”, რომლის შემდეგაც მისი “ფავორიტი” გახდები

5 მარტივი “ხრიკი”, რომლის შემდეგაც მისი “ფავორიტი” გახდები

by guramus

ურთიერთობა ყოველთვის არ არის ადვილი, მითუმეტეს როდესაც მას არ მოსწონხარ, ან უბრალოდ მონოტონური დამოკიდებულება აქვს თქვენთან. აი, ეს 5 ხრიკი დაგეხმარებათ, რომ მას თავბრუ დაახვიოთ და დამოკიდებული გახადოთ თქვენზე:

1 . სურნელი ყველაფერს ჯობნის – არაფერია იმაზე თავბრუდამხვევი, ვიდრე კარგი ოდეკოლონი ან დუხი. სწორად შეარჩიეთ თქვენი არომატი, დაე დაიმახსოვროს თქვენი სურნელი, ეს ძლიერ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ქმნის.

 

2 . თქვენი შეხება – შეხება ძალიან ძლიერი მაპროვოცირებელი ფაქტორია, ეს მას უბიძგებს, რომ წინ ნაბიჯი გადადგას თავდაჯერებულად. თუ კაცი ხართ, თამამად შეეხეთ, რეაქციას დააკვირდით და თუ დადებითია, განავრცეთ. ხოლო თუ ქალი ხართ, ნაზად შეეხეთ მომენტებში, სადაც ეს არც თუ ისე საჭიროა, ეს მას დააბნევს და აუცილებლად აეკვიატებით ფიქრად.

 

3 . სიტყვები, ანუ ვერბალური ტერორი – არ დაიჭიროთ დადებითი ან უარყოფითი მხარე, დააბნიეთ, ერთ წუთში მოეფერეთ, შემდეგ ცივი დამოკიდებულება დაიჭირეთ. ეს ხრიკიც იმისთვის არის, რომ “მსხვერპლი” დააბნიოთ. აუცილებლად დაუსვავს  თავს თავს კითხვას “ნეტა რა ხდება?”-ო? ეს კი თქვენ გაწყობთ.