მთავარი ურთიერთობები იყავი მარტოხელა, სანამ ზუსტად ასეთი ტიპის ბიჭს არ გაიცნობ

იყავი მარტოხელა, სანამ ზუსტად ასეთი ტიპის ბიჭს არ გაიცნობ

by guramus

იდეალური პარტნიორის პოვნა რთულია, მითუმეტეს როცა არჩევანი ლიმიტირებულია. ყოველთვის ჯობია მარტო ყოფნა უაზრო პარტნიორთან ერთად წლების გალევას. დღეს აღგიწერთ ისეთი ტიპის მამაკაცს, რომელიც იდეალური პარტნიორია და რატომ გჭირდებათ და იმსახურებთ თქვენ ზუსტად ასეთ ადამიანს…

ის ნებისმიერ საქმეს მიატოვებს, თუ თქვენ დაგჭირდებათ – ზედმეტი კითვხების გარეშე, არ იქნება მიზეზები, ეს მას არ ჭირდება. თქვენ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ – წერტილი. თუ ასეთი არ არის თქვენი პარტნიორი, ახლავე დაფიქრდით მის ჩანაცვლებაზე.

ის ყოველთვის გწერთ, დაყოვნებების გარეშე – გონებრივი თამაშები და ნერვების მოშლა ბავშვური ხრიკებია და ჩამოუყალიბებლობაზე მიუთითებს. თუ თქვენი პარტნიორი მზადაა არ მოგწეროთ და გალოდინოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გაგაწვალოთ, ე.ი. პარტნიორი სწორად არ აგირჩევიათ.

ბოდიშს იხდის, როცა საჭიროა – სერიოზულ კაცს, რომელსაც აინტერესებთ, იმის შეგნება და გამბედაობა ყოველთვის ეყოფა, რომ ბოდიში მოგიხადოთ და აღიაროს, რომ მტყუანია, თუნდაც ეს ასე არ იყოს და სიტუაციას ჭირდებოდეს.

დარწმუნებულია საკუთარ გრძნობებში – მას არ უჩნდება კითხვა, უყვარხართ, მოწონხართ თუ უბრალოდ ფლირტაობს. სერიოზულ მამაკაცს ეს კითხვები არ ახასიათებს. მან იცის თუ რა უნდა თქვენგან და ამას პირდაპირ გეუბნებათ.

ის თავს ულამაზეს ქალად გაგრძნობინებთ – აქ საუბარი მხოლოდ ვიზუალზე არ არის.. მისთვის თქვენ ქალღმერთი ხართ, ამჩნევს ყველანაირ ცვლილებას და გეუბნებათ კომპლიმენტს, როდესაც საჭიროა. ასეთ კაცთან ყოფნა ძალიან დიდი სიამოვნებაა.

თუ თქვენ ასეთ მამაკაცთან ხართ, გილოცავთ, ძალიან ბედნიერი ქალი ყოფილხართ.