მთავარი ურთიერთობები 4 ნიშანი, რომ სექსისთვის გიყენებენ (გოგოებო, წაიკითხეთ)

4 ნიშანი, რომ სექსისთვის გიყენებენ (გოგოებო, წაიკითხეთ)

by guramus

ქალი კაცს ხვდება, შემდეგ აქვთ სექსი, მაგრამ ქალს ყოველთვის მეტი უნდა, ვიდრე სექსი. წარმოგიდგენთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება პარტნიორი სექსისთვის გიყენებდეთ, თუ ერთ-ერთს მაინც ამჩნევთ საკუთარ ურთიერთობაში, დროა დაფიქრდეთ და პრიორიტეტები შეცვალოთ.

1. ყოველთვის დასალევად დადიხართ

თუ კაცს რეალურად აინტერესებთ, მეტ დროს დახარჯავს თქვენს გასაცნობათ. მაგრამ თუ შეხვედრებზე მხოლოდ ლუდი, ღვინო და ცეკვა ფიგურირებს, საგანგაშო ნიშანია.

სასმელი კარგი იდეაა პირველი პაემნისთვის, იმიტომ, რომ მინიმალური ინვესტიცია ჭირდება ორივე მხრიდან.

კაცი, რომელსაც ნამდვილად აინტერესებთ, აუცილებლად დაკავდება თქვენთან ბევრი სხვა აქტივობით.

2. სოციალურ მედიაზე დაკავშირებული არ ხართ

თუ რამოდენიმე თვე მაინც არის, რაც ერთმანეთს ხვდებით, აუცილებლად უნდა იყოთ მინიმუმ ფეისბუქის მეგობრები, ან ინსტაგრამზე უზიარებდეთ ერთმანეთს სურათებს.

თუ პარტნიორი ბიჭი ასეთ დეტალებს გიმალავთ და ცდილობს, არ ნახოთ მისი სოციალური ცხოვრება, ეს ღირს დაეჭვებად.

პირადი გამოცდილებიდან, როდესაც ქალი საუბრობს ასეთ კაცებთან ნაქონ ურთიერთობაზე, პირველი მიზეზი სწორედ ეს არის, ამბობენ ფეისბუქზეც კი არ მყავდა დამატებულიო.

3. ის ყოველთვის დაკავებულია

 

თუ ყოველთვის ქალაქიდან გასულია, მშობლებს ნახულობს ან შვებულებაშია, კიდევ ერთ “წითელ დროშას” უყურებთ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ კაცები, რომლებიც ნამდვილად ძალიან დაკავებულები არიან.

მაგრამ რა აზრი აქვს, თუ კაცი იმდენად დაკავებულია, რომ დრო საერთოდ არ რჩება თქვენთვის, ის არცერთ ვარიანტში არ არის ვარგისი ურთიერთობისთვის.

4. “არაფერ სერიოზულს” არ ეძებს

ეს ფრაძა პირდაპირი მნიშვნელობით ტირილს მანდომებს. თუ ამას გეუბნებიან სექსის შემდეგ (რაც წინასწარ უნდა გაარკვიოთ მასთან), ესე იგი სერიოზულად უნდა აწონ-დაწონოთ სიტუაცია.

როდესაც კაცი გეუბნებათ რა უნდა, მოუსმინეთ. თქვენ იმსახურებთ ისეთ ადამიანს, რომელიც პატივს გცემთ.

არ აქვს აზრი რამდენად ლამაზი და მომხიბვლელი ხართ, თუ კაცი თქვენით დაინტერესებული არ არის, არაფერი გამოვა.

ამიტომ, იპოვეთ ისეთი, ვინც დაგაფასებთ.

ამისთვის წაიკითხეთ სტატია – თავხედ მამაკაცთან ურთიერთობის გარდაუვალი 4 მინუსი და პლიუსი