მთავარი ურთიერთობები 7 მოულოდნელი რამ, რაზეც მამაკაცი საწოლში გიჟდება

7 მოულოდნელი რამ, რაზეც მამაკაცი საწოლში გიჟდება

by guramus

იმისთვის, რომ სექსუალური ცხოვრება რუტინული და მოსაწყენი არ გახდეს აუცილებელია, იცოდეთ გარკვეული ხერხები, რომელთა საშუალებითაც სექსი უფრო მგზნებარე და დაუვიწყარი გახდება.

ასევე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მამაკაცები გიჟდებიან როცა საწოლში ქალისგან გარკვეულ სიურპრიზებს იღებენ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სექსუალურ ცხოვრებაში გამოგადგებათ:

1. მიეცით საშუალება მამაკაცს იყოს საწოლში დომინანტი, თუმცა აჩვენეთ რის გაკეთებას აპირებთ – მთავარი მოულოდნელობა საწოლში მყოფი მამაკაცისთვის არის ის, რომ უჩვენოთ რის გაკეთებას აპირებთ. ის თქვენს მოქმედებას გამოწვევად ჩათვლის.თუმცა ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი გიჟდებიან როცა არიან დომინანტები და ნუ წაართმევთ მას სექსის დროს წამყვან როლს.

2. შეეხეთ თქვენს სხეულს – ეს არის ის, რაზეც მამაკაცები გიჟდებიან როგორც საწოლში, ასევე სხვა დროსაც. ეს არის ნიშანი იმისა, რომ იცით თქვენი სხეულით ტკბობის ფასი. მამაკაცები ამ დროს ფიქრობენ რომ შეგიძლიათ დაუვიწყარი სიამოვნება მიანიჭოთ.

3. მოიქეცით ისე, როგორც პორნოვარსკვლავი – ბიჭების უმეტესობას მოსწონს პორნოების ყურება და რატომ არ უნდა მოიქცეთ პორნო ვარსკვლავების მსგავსად?

4. უთხარით მას რა გსურთ – გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს უყვართ, როცა საწოლში დომინანტები არიან, მაგრამ ამავდროულად მოსწონს, როცა იციან როგორი სექსი მოსწონს მის მარტნიორს. ამიტომ, ნუ დაუმალავთ და უთხარით მას – ეს მამაკაცებს აღაფრთოვანებთ.

5. სტრიპტიზი – ნუ მოიქცევით საწოლში უღიმღამოდ და ჩვეულებრივად. შეიტანეთ სიახლე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში. შეგიძლიათ იცეკვოთ მისთვის სტრიპტიზი. ამით თქვენი სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანი გახდება და არ იქნება მოსაწყენი. ეს სახალისოა და თქვენს საყვარელ მამაკაცს გაკვირვებულს დატოვებთ.

6. ბინძური სიტყვები – ბიჭებს მოსწონთ, როცა მისი საყვარელი ქალი ბინძურ სიტყვებს იყენებს საწოლში. ეს აღაგზნებთ მათ. უთხარით რა გსურთ, როგორი სექსი მოგწონთ, გაუზიარეთ თქვენი ბინძური ფიქრები.

7. მიუტანეთ მას დესერტი – სექსუალური ცხოვრება უფრო ტკბილი და სახალისო ხდება როცა ამ დროს ტკბილეულს იყენებთ, კრემებს და ხილს მიირთმევთ და აჭმევთ თქვენს საყვარელ მამაკაცს. ეს არის ის, რაც თქვენს სექსს დაუვიწყარს გახდის.