ცივი ყავა

by guramus

როგორ მოვამზადოთ ძალიან გემრიელი ცივი ყავა, რომლითაც უკმაყოფილო არავინ დარჩება.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 200 გრამი წყალი
  • 2 ცალი ყინულის კუბიკი
მომზადების წესი:

პირველ რიგში ერთ ჭიქაში მოათავსეთ ყავა, შაქარი და დაუმატეთ მცირე ოდენობით წყალი. მანამ თქვიფეთ, სანამ ოქროსფერ, ბლანტ მასას არ მიიღებთ. ცაყარეთ ჭიქაში ყინულები, რათა კარგად გაცივდეს. დაუმატეთ უკვე გამზადებული ყავის მასა და მცირეოდენი წყალი. თქვენი სურვილით, შეგიძლიათ შოკოლადის ფილაც მოახეხოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: