მთავარი ურთიერთობები რატომ ვოცნებობთ სხვა ადამიანზე, როდესაც დაქორწინებული ვართ?

რატომ ვოცნებობთ სხვა ადამიანზე, როდესაც დაქორწინებული ვართ?

by guramus

მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაქორწინებული ვართ და გაგიჟებით გვიყვარს ჩვენი პარტნიორი, შეიძლება უცებ სხვაზეც დავიწყოთ ფიქრი. ეს მომენტი შეიძლება იმდენად მოულოდნელად მოხდეს, რომ სულაც ვერ გავიაზროთ. მაგალითად, სექსის დროს, სიზმარში ან თუნდაც ქუჩაში შეხვედრისას. წამიერად შეიძლება გავიფიქროთ, რა მოხდებოდა დაქორწინებული რომ არ ვიყოთ სხვაზე და ამ ადამიანთან შეგვეძლოს ურთიერთობის დაწყება?

ახლავე გეტყვით, რომ ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა და ფსიქოლოგების აზრით, ახსნაც შეიძლება. მათი დასკვნით, ქალების 61% და მამაკაცების 90% ხშირად ფიქრობს სხვა ადამიანებთან სექსუალურ ურთიერთობაზე. გყავდეს პარტნიორი, სულაც არ ნიშნავს, რომ სხვაში სექსუალურობა ვეღარ დაინახო.

2003 წელს ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თავისუფალი აზროვნებით ხასიათდებიან და სხვა ადამიანებზე ფიქრი შეუძლიათ, სექსუალურ ურთიერთობებში მეტად გახნილები და თავისუფლები არიან.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე