მთავარი ურთიერთობები როგორ მივხვდეთ, რომ ბიჭს პარტნიორი არ ჰყავს

როგორ მივხვდეთ, რომ ბიჭს პარტნიორი არ ჰყავს

by guramus

დავუშვათ აღმოჩნდით წვეულებაზე, სადაც უამრავმა უცნობმა  ადამიანმა მოიყარა თავი: თქვენც განსაკუთრებულად გამოიყურებით, იმიტომ რომ ამ საღამოსთვის დიდხანს მოემზადეთ… ამიტომაც, ისღა დაგრჩენიათ, რომელიმე უცნობს დაადგათ თვალი და მისი გაცნობა სცადოთ. მერე რა, თუ გოგონა ხართ? ბიჭების უმეტესობას ხომ ინიციატორი, ძლიერი გოგონები მოსწონს…

როგორ მივხვდეთ, ჩვენი ინტერესის ობიექტს ჰყავს თუ არა მეგობარი გოგონა ან პარტნიორი? ასე, ერთ წამში მისი გაცნობა და დიალოგის წარმართვა არ მოგვცემს საშუალებას ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რომ დავსვათ, მოსაუბრემ ეს თავად უნდა გვაგრძნობინოს, უნდა ვიცოდეთ რას დავუკვირდეთ, როგორ დავსვათ კითხვები.

 

  • საუბარში ახსენებს, რომ საღამოს სხვა გეგმები არ აქვს

თუ მოსაუბრე მაქსიმალურად ცდილობს სასმელი დიდი ოდენობით მიიღოს, გარშემომყოფებს უღიმის და შესაბამისად, თქვენი საუბარიც მარტივად შედგა, ეს ნიშნავს, რომ შანსი გქონიათ და ყველაფერი ისევ წინ არის. მამაკაცი, რომელიც დაკავებულია, იტყოდა, რომ წუთი წუთზეა წასასვლელი, რადგან სხვა გეგმები აქვს.

  • მისი ტელეფონი გამუდმებით არ რეკავს

ყველამ ვიცით, რომ ქალები ყურადღების მოყვარულნი, ძალიან ეჭვიანი არსებები არიან. ამიტომაც, თუ თქვენს წინ მდგომი მამაკაცის მობილური ტელეფონი დუმს, თამამად უნდა ივარაუდოთ, რომ მას ცხოვრების თანამგზავრი ჯერ არ უპოვია. უბრალოდ გამორიცხულია, საყვარელმა ქალმა ერთხელ მაინც არ მოიკითხოს და არ დაუსვას კითხვა: “რას აკეთებ, საყვარელო, მალე მოხვალ?”

  • საუბრობს მხოლოდ საკუთარ თავზე

შეყვარებული მამაკაცის ფსიქოლოგია თავის მხრივ საინტერესოა, რადგანაც სიყვარულის პერიოდში ძლიერი სქესის უმეტესობას აღარ უყვარს ახსენოს სიტყვა “მე.”  როგორც წესი, “მე” ხდება “ჩვენ.” მერე რა, თუ თქვენ მის პარტნიორს არ იცნობთ, შეყვარებული მამაკაცი მას მაინც წარმოგიდგენეთ, თუნდაც, შორიდან და თუნდაც, ერთხელ.

  • გიყვებათ კარიერულ წინსვლაზე

თქვენს წინ მდგომი მამაკაცი საუბრის  დიდ ნაწილს უთმობს საკუთარ სამომავლო გეგმებს, პირად ბიზნესს ან შესაძლო სამსახურეობრივ წინსვლას? გილოცავთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილად გაგიმრთლათ. იმ მამაკაცისთვის, რომელიც შეყვარებულია, თანაბრად მნიშვნელოვანია (50%/50%) საქმე და საყვარელი ქალი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: