ამბობენ, რომ პირველი შეხედულება ადამიანზე ყოველთვის მართალია, რადგან მოსაუბრე იმ მომენტში ჯერ არ გვიცნობს და არ იცის, რა დაგვიმალოს, რა არ მოყვეს, როგორ მოიქცეს.
როგორ უნდა მოვიქცეთ და რა შემთხვევაში დავტოვებთ დადებით შთაბეჭდილებას გარშემომყოფებზე?
იყავით მოწესრიგებული: ეს ერთი შეხედვით მარტივი თეზისი, სინამდვილეში, დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ვიზუალური დეტალები ქმნის ზოგად შეხუდელებას, რადგან პირველი ეფექტის მოხდენაში ყოველთვის ვიზუალი თამაშობს მთავარ როლს.
გაიღიმეთ: თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, ღიმილი დადებით შთაბეჭდილებას მოსაუბრეზე ყველაზე მეტად ახდენს. პოზიტიური განწყობა ადვილად შესამჩნევია. მთავარია, რომ ზედმეტ სიყალბეში არ გადაგივიდეთ, იმიტომ რომ ემოციებს ყოველთვის ეტყობა, როდისაა ნამდვილი.
სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე