მთავარი ურთიერთობები რომელ ქალურ თვისებებს გამოჰყავს მამაკაცები მწყობრიდან?

რომელ ქალურ თვისებებს გამოჰყავს მამაკაცები მწყობრიდან?

by guramus

გიფიქრიათ ოდესმე, რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალებთან მიმართებაში და რატომ?

გთავაზობთ კვლევის შედეგებს, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგებმა სოციოლოგების დახმარებით რამდენიმე ათას მამაკაცზე დაკვირვების შედეგად ჩამოაყალიბეს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიაში ის თვისებებიც კი მოხვდა, რაც ერთი შეხედვით ზედმეტად ქალური და სახასიათო თვისებებიც კია.

გაუთავებელი ლაპარაკი: ეს არ ნიშნავს, რომ კომუნიკაცია არ უნდა შედგეს. უბრალოდ, მამაკაცების დიდ ნაწილს აღიზიანებს გაუთავებელი საუბარი ჩანთის ფერებზე, ნათესავების ოჯახზე, სახლის ნივთებსა და ახალი წლის შესაძლო ფასდაკლებებზე.

ზედმეტად ამბიციური ხასიათი: მამაკაცებს ნამდვილად მოსწონთ ამბიციური ქალები და მათი მეამბოხე ხასიათი, მაგრამ მაშინ, როდესაც საქმეს უკავშირდება.

არსებობს ქალების ისეთი კატეგორია, ვინც ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის არაფერს აკეთებს, მაგრამ ამბობს, რომ იმსახურებს მაღალ ხელფასს, კარგ ცხოვრებას და გარშემომყოფების ყურადღების მაქსიმუმს.

წუწუნი: როგორც აღმოჩნდა, მამაკაცების დიდ ნაწილს ძალიან აღიზიანებს საყვარელი ქალის წუწუნის მოსმენა: რომ ის მახინჯია, არა არის საკმარისად გამხდარი, აქვს მოკლე თმა, მაგრამ გრძელი თმა სურს…

უყურადღებობა: მცდარია მოსაზრება, რომ მამაკაცები უნდა იყვნენ ლიდერები, ყველაფერს თავად წყვეტნენ, იღებდნენ გადაწყვეტილებებს და დგამდნენ პირველ ნაბიჯებს.

როგორც ჩანს, ასე ნამდვილად არ არის. კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს ისევე სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, როგორც მანდილოსნებს.

“მაგარი გოგოს” იმიჯი: შესაძლოა, თქვენ მართლაც ” მაგარი გოგო ხართ” და ცხოვრებისგან მაქსიმუმიც მიიღეთ, მაგრამ არ არის საჭირო ამ ამბის ყოველ წამს გაჟღერება. ეცადეთ, მან თავად შენიშნოს, მოგაქციოთ ყურადღება, მეტად დაგაფასოთ.

დაგვიანება: “კი მაგრამ ქალები ყველგან რატომ იგვიანებენ?” – მამაკაცების დიდი ნაწილს ნამდვილად გუწრფელად აინტერესებს.

ბილწსიტყვაობა: ჩვენს გარშემო შევხვდებით ისეთი ქალების კატეგორიასაც, ვინც გაღიზიანების დროს გაბრაზებას ჩხუბთან ერთად ბილწსიტყვაობით გამოხატავს. გამოკითხული მამაკაცების უმეტესობის აზრით, ეს ფაქტი ამაზრზენია.

ზედმეტი მაკიაჟი: როგორც ჩანს, ზედმეტი მაკიაჟი ყოველთვის კარგი არ არის. გარდა იმის, რომ აფუჭებს კანს, მამაკაცებში გაღიზიანებასაც იწვევს. კი მაგრამ რატომ, როდესაც თქვენი ბუნებრივი სახე მათთვის მეტად მიმზიდველია?