მთავარი ურთიერთობები 4 რამ, რაც ქალმა მამაკაცისთვის არ უნდა გააკეთოს!

4 რამ, რაც ქალმა მამაკაცისთვის არ უნდა გააკეთოს!

by guramus

თუ წყვილების უმეტესობას დავუჯერებთ, საჭიროა ქალის და მამაკაცის ურთიერთობა დაბალანსებული იყოს, რაც ნიშნავს, რომ არ უნდა არსებობდეს წესები, ჩარჩოები. 

სინამდვილეში კი სხვაგვარადაა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ გვინდა მამაკაცი ჩვენზე დამოკიდებული გახდეს, საჭიროა ზღვარი დავიცვათ.

  • მიეცით რჩევები, მაგრამ არ უსაყვედუროთ

“გეუბნებოდი,” “არ გითხარი?!” “ახლა რა უნდა ქნა?”  – საერთოდ გააქრეთ თქვენი ლექსიკონიდან. თუ მამაკაცი ისედაც ვერ გრძნობს თავს კარგად, არ არის აუცილებელი თქვენი გადამეტებული ემოციურობით კიდევ უფრო გამოიყვანოთ მდგომარეობიდან.

 

  • ყოველთვის ნუ იქნებით ინიციატორი

მამაკაცებს ნამდვილად მოსწონთ ყურადღებიანი, ძლიერი ქალები. მაგრამ ისევე, როგორც ყველა სხვა საკითხს, სიყვარულსაც ჭირდება კონკრეტული ჩარჩოები. ყოველთვის ნუ იქნებით ინიციატორი, მასაც მიეცით თავისუფლება.

 

  • ურჩიეთ, მაგრამ არ ჩაერიოთ

ორმხრივი კომუნიკაციის გარეშე რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. რჩევები თქვენთვისაც აუცილებელია, რადგან ასეთ დროს ურთიერთობას ამყარებთ, ხვდებით კიდევ უფრო მეტად, რა აკლდა ურთიერთობას. ყველაზე მთავარი არის ის, რომ უნდა ურჩიოთ, მაგრამ არ ჩაერიოთ. მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს, როცა მითითებებს აძლევენ.

 

  • გაანებივრეთ, მაგრამ ზომიერად

ქალი მზრუნველი უნდა იყოს, მაგრამ იცოდეს ზღვარი. მამაკაცებს სწორედ ამიტომ  მიაჩნიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

როგორ მივხვდეთ, რომ ურთიერთობა სექსზე დამოკიდებული ხდება

“პირველი ღამე” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!

17 ქალური ხრიკი, რომლის წინაშეც ნებისმიერი მამაკაცი უძლურია

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: