მთავარი საკითხავი ძილად მისვლის ლოცვები – უფალო იესო ქრისტეო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი

ძილად მისვლის ლოცვები – უფალო იესო ქრისტეო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ ღამე. განვიწმინდოთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისგან. ვილოცოთ გულწრფელად და შევსთხოვოთ უფალს პატიება. დავიმშვიდოთ სული ჩვენი და დავიწყოთ ყოველი დღე ლაღად და და თავისუფლად. უფალი არს ჩვენთან. ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ.

ლოცვა 1, წმიდისა დიდისა მაკარისა ღვთისა მამისადმი

ღმერთო საუკუნეთაო და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს-მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღეინდელსა დღესა საქმით, სიტყვით და გულისხმის-ყოფით; და განწმიდე, უფალო, მდაბალი გული ჩემი ყოვლისაგან ბიწისა სულისა და ხორცისა, და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიდობით, რათა აღვდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო-ვეყო წმიდასა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და განვაგდო მბრძოლნი მტერნი ჩემნი, ხორციელნი და უხორცონი, და მიხსენ მე, უფალო, ამაოისა გულისთქმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა, რამეთუ შენი არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2, უფლისა იესუ ქრისტესი

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონა შენი, და განფხვარ გონებისა ჩემისაგან გული-სიტყვა უჯერო და ვნებული, რომელი ეგე კურთხეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 3, სულისა წმიდისადმი

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, გინა თუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ურცხვინოებით ვზრახე, ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგუნურებით,

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე