მთავარი ასტროლოგია რამდენად “სწერვა” ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?!

რამდენად “სწერვა” ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?!

by guramus

იცოდით, რომ ზოდიაქოს ნიშნებს ახასიათებთ ძლიერი პიროვნული თვისებები, რითაც გამოირჩევიან? არა მარტო დადებითი თუმცა, არამედ უარყოფითიც.

დღეს წარმოგიდგენთ 5 ყველაზე “სწერვა” ზოდიაქოს ნიშანს, ამოიცანით საკუთარი თავი და გაგვიზიარეთ თქვენი ფიქრები.

1 . მორიელი

როგორც ასეთი, ყველაზე ჭირვეულ ნიშნად არის ცნობილი და არც ამ საკითხშია გამონაკლისი. მათ ახასიათებთ საშინელი ეგოიზმი, არავის ითვალისწინებენ და ხშირად ისე ხდება, რომ მარტო რჩებიან საკუთარი “სწერვობის” გამო. თუ თქვენ ხართ მორიელი, გეცოდინებათ, როგორია ეს შეგრძნებები. ხოლო, თუ საახლობლოში გყავთ, ალბათ ხშირადაც გაღიზიანებენ და არაერთხელ მოგდომებიათ ფანჯრიდან მათი გადაგდება.

2 . ლომი

ლომებს ახასიათებთ დიდი ეგო, მათ თავიანთი თავი უყვართ ყველაზე მეტად და ხშირად ამიტომ არიან მარტოხელები. მათთვის პრინციპულობა ყველაზე მნიშვნელოვანია და არ ესმით მათი “მსხვერპლის” ემოციური მდგომარეობა, ამიტომაც არ გრძნობენ არასდროს თავს დამნაშავედ. თუ ლომს გადაეყარეთ ურთიერთობაში, ნუ ეცდებით მის მოთვინიერებას, ეს შეუძლებელია.

3 . კურო

კუროები ხშირად მორცხვებიც კი არიან, არ არსებობს ორი ერთნაირი კურო, ზოგი ძალიან კარგია, ზოგიც ძალიან სწერვა. თუ მეორე კატეგორიაში ხართ, ე.ი. გაგაჩნიათ ნარცისიზმისა და სარკაზმისაკენ ძალიან ძლიერი მიდრეკილება, გიყვართ ადამიანების დაცინვა, აბუჩად აგდგება და მათი წვალება თქვენთვის ერთგვარ “გასართობს” წარმოადგენს. როგორ გრძნობენ თავს სხვა ადამიანები? – ეს თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია

4 . ვერძი

ვის არ სმენია ვერძის “სიძლიერესა” და “უნიკალურობაზე”? ისინი აქაც უნიკალურები არიან. მათ აქვთ ძალიან კარგი მოთმინების უნარი და ხშირად სიტუაციებს კალკულაციებით და გათვლებით უდგებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. ამასთანავე, არ შეუძლიათ თანაგრძნობა ისევე, როგორც სხვა ნიშნებს. ეხერხებათ ტყუილი და სიტუაციებიდან მარდად “გამოძრომა”.

5. თევზები

ალბათ გაგიკვირდებათ, რადგან თევზები ყველაზე საყვარლები, მომთმენები და თბილები არიან. მაგრამ მერწმუნეთ, გამონაკლისები აქაც ხშირია. თუ გადაეყარეთ “არაორდინალურ” თევზს, დარწმუნებული იყავით, რომ მოგიწევთ ტყუილში, იმედგაცრუებაში და ეჭვებში ცხოვრება. ასეთი ტიპის თევზები საშინელი პარტნიორები არიან, როგორც ურთიერთობაში, ასევე სექსშიც. მათთვის ლოგინი  თავიანთი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილების ადგილია და საერთოდ არ აინტერესებთ, ორგაზმთან ახლოსაც მიხვალთ თუ არა.