მთავარი ურთიერთობები 7 რჩევა რომ შეყვარებულთან არასოდეს ვიჩხუბოთ

7 რჩევა რომ შეყვარებულთან არასოდეს ვიჩხუბოთ

by guramus

სასიყვარულო ურთიერთობები ბევრ გაუგებრობასთან არის კავშირში. ხშირ შემთხვევაში გაუგებრობა და კონფლიქტები სამუდამო განცალკევებასთან ასოცირდება და რეალურად რომ ვიფიქროთ, ასეც არის.

ყველა წყვილის ურთიერთობა ინდივიდუალურია და შესაბამისად, რთულია დასკვნების კეთება, თუ რა სჭირდება სიყვარულს. თუმცა არის კონკრეტული თეზისები, რომლებიც თქვენს ურთიერთობას არათუ შეასუსტებს, არამედ პირიქით, მოგეხმარებათ მეტად გაუგოთ პარტნიორს.

იყავით თანაბრად ემოციურები: გინახავთ წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ყველა საკითხში უგებენ? არ არსებობენ წყვილები, რომელთაც საერთო ინტერესები გააჩნიათ და ყველა საკითხზე თანხმდებიან. მთავარი არის ის, რომ ორივემ თანაბრად გაიაზროს საკუთარი ვალდებულება.

პატივი ეცით, მოუსმინეთ: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ასპექტი ერთმანეთის პატივისცემა და მოსაზრებების გაზიარებაა. როდესაც პარტნიორი ხედავს, რომ თქვენ მისი თითოეული დეტალით ხართ დაინტერესებული, თქვენდამი ინტერესი ერთიორად უბევრდება.

ილაპარაკეთ სექსზე: წყვილების უმეტესობას არ მიაჩნია სწორად ინტიმურ თემებზე საუბარი. არადა, სასიყვარულო ურთიერთობების დროს, საუბარიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ინტიმური სიტუაციების არსებობა. უნდა იცოდეთ პარტნიორის შეხედულებები, აზრები.

შექმენით პატარა დეტალები: ერთი შეხედვით მარტივ, პატარა დეტალებზე კამათი და მსჯელობა, რეალურად, მიგიყვანთ ჭეშმარიტებამდე. უნდა ითქვას, რომ დეტალებით ტკბობა თქვენი ურთიერთობის საინტერესო ნაწილია. უბრალო, მარტივი სიტუაციაც შეიძლება იქცეს დაუვიწყარ მოგონებად. ამისათვის საჭირა თქვენი ფანტაზია და პარტნიორის თანხმობა.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე